სტევან იოვეტიჩი ფორმაში შედის

AutoSharing Option
"ინტერი" ამხანაგურ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკს" შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი ბურთი სტევან იოვეტიჩის ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და უძლიერესი დარტყმით ესპანელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

25 წლის ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა სხვა ეპიზოდებშიც გამოიჩინა თავი და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე დღის წინ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იოვეტიჩი შეაქო, მაგრამ დაამატა, რომ ფორმაში შესასვლელად დაახლოებით ერთი თვე სჭირდებაო. "ატლეტიკთან" მატჩის შემდეგ მანჩინიმ სიტყვები უკან წაიღო, თავად იოვეტიჩმა კი შემდეგი განაცხადა:

"მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა,
რაც ახალ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, ურთიერთგაგების საკმაოდ მაღალი ხარისხი გამოვავლინეთ.

მაურო იკარდისთან ტანდემში თამაში ერთი სიამოვნებაა და მჯერა, რომ მრისხანე თავდასხმა გვეყოლება. შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გაგვეტანა ესპანელებისთვის და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. "ინტერში" გოლების გასატანად ჩამოვედი და შევეცდები, რომ ჩემი საქმე იდეალურად ვაკეთო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული