სერია A. I ტური: რომაული დებიუტი - გამარჯვება და ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აგვისტოს დაიწყო იტალიის სერია A-ს 2015/16 წლების სეზონი, სულ ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურნირი "ვერონამ" და "რომამ" გახსნეს. გიორგი ჭანტურია, რა თქმა უნდა, არ ყოფილა "ვერონას" განაცხადში, უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას. ჩემპიონატის პირველი გოლი მასპინძელმა ბოშკო იანკოვიჩმა გაიტანა მეორე ტაიმში, მაგრამ "რომამ" მალე გაათანაბრა - ეს ალესანდრო ფლორენციმ მოახერხა.

რუდი გარსია (რომა): "მალე მარცხენა მცველს დავიმატებთ. სალაჰს და ჯეკოს დრო ესაჭიროებათ და უკეთ ათამაშდებიან. დე როსის ტრავმა აფერხებდა, თუმცა მან კარგად ითამაშა".

მეორე რომაულმა კლუბმა, "ლაციომ" ჩემპიონატში მოგებით დაიწყო
- 2:1 დაამარცხა "ბოლონია". პირველ ტაიმში გოლები ლუკას ბილიამ და რიკარდო კიშნამ გაიტანეს.

ვერონა-რომა 1:1
გოლები: 1:0 იანკოვიჩი (61), 1:1 ფლორენცი (66)

ლაციო-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 ბილია (17), 2:0 კიშნა (23), 2:1 მანკოზუ (43)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული