La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანსა" და "ლივერპულს" შორის ბალოტელის იჯარის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ფეხბურთელი.
25 წლის ფეხბურთელს აეკრძალა კლუბის იმიჯისთვის ზიანის მიყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, ექსტრავაგანტური ვარცხნილობისა და ტანსაცმლის ტარება, მოწევა, ღამის კლუბებში სიარული და ვარჯიშებზე დაგვიანება.