სერია A. II ტური: ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "მილანთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს იტალიური სერია A-ს II ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"სასუოლომ" სტუმრად ფლორო ფლორესის ერთადერთი გოლის წყალობით დაჯაბნა "ბოლონია" - 1:0. "სასუოლო" 6 ქულით ჯერჯერობით ლიდერია.

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "მილანს" ესტუმრა, ჩვენებური თავიდან სათადარიგო იყო - კარლოს ბაკამ მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ 4 წუთში რიკარდო საპონარამ გაათანაბრა.

62-ე წუთზე მჭედლიძემ მასიმო მაკარონე შეცვალა, 7 წუთში კი "მილანი" ლუის ადრიანომ დააწინაურა, ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:1.

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "რომა" და ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" შეხვდებიან.

ბოლონია-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 ფლორო (86)

მილანი-ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ბაკა (16), 1:1 საპონარა (20), 2:1 ლ. ადრიანო (69)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული