დაუმსახურებელი გამარჯვება
"მილანს" უამრავი პრობლემა აქვს და ეს "ემპოლისთან" მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ლომბარდიულ გრანდს ჰყავს ფორვარდები, რომლებსაც გოლების გატანა შეუძლიათ. კარლოს ბაკა "როსონერისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ეს განვლილ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, ლუის ადრიანომ კი ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო, რაც სტატისტიკიდან კარგად ჩანს - 2 მატჩში 2 გოლი და 1
არც მარიო ბალოტელის დავიწყება შეიძლება, რომელმაც პოტენციალი თუ გამოავლინა, შესაძლოა, ბაკა, ადრიანო და მენეზი ერთად დაჩრდილოს. მარიო "ემპოლისთან" შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზე იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ეპიზოდებში "ემპოლი" სჯობდა კიდეც მეტოქეს. თამაშის მიხედვით, ტოსკანელები არ იმსახურებდნენ მარცხს, მაგრამ მატჩის ბედი ინდივიდუალურმა ოსტატობამ და ხსენებულმა ფორვარდებმა გადაწყვიტეს. კარლოს ბაკამ დიდებული რეიდი დაასრულა ზუსტი დარტყმით, ადრიანომ კი კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით შეარხია ემპოლელთა კარის ბადე. სტუმართა შორის რიკარდო საპონარა გამოირჩა, რომელიც "მილანს" ეკუთვნის და ტოსკანურ გუნდში იჯარით ასპარეზობს.
მატჩის შემდეგ "მილანის" თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი ძალიან კრიტიკული იყო:
"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და განსაკუთრებით, სადებიუტო, მაგრამ იმას ვერსად გავექცევით, რომ ჩვენი თამაში შორს არის იდეალურისგან. თუ უმაღლესი მიზნებისთვის გვსურს ბრძოლა, გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მეტსაც გეტყვით, დღეს არ ვიმსახურებდით გამარჯვებას და მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ, რომ ფორვარდებმა ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინეს. შარშანდელ სეზონს თუ გავიხსენებთ, თითქოს "მილანის" თამაშში არც არაფერი შეცვლილა და ამას ვერაფრით შევურიგდები. ფეხბურთელებს აუცილებლად დაველაპარაკები, რადგან ბევრი რამეა შესაცვლელი".
ბოსნიელებმა "იუვე" ატირეს!
ორი თამაში, ორი წაგება - "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატი ასე საშინლად არასდროს დაუწყია, ეს პირველი შემთხვევაა. მართალია, "რომა" გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე "უდინეზე", მაგრამ "ოლიმპიკოზე" ისიც გამოჩნდა, რომ "იუვესთვის" არც "უდინეზესთან" წაგება ყოფილა მთლად შემთხვევითობის ბრალი. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სუსტი ჩანს სწორედ იმ რგოლში, რომელი რგოლიც "იუვეს" ყველაზე ძლიერ მხარედ მიიჩნეოდა - ნახევარდაცვას ვგულისხმობთ. "რომამ" სწორედ მოედნის ცენტრი მოუგო "იუვენტუსს" - სანამ ხედირა და მარკიზიო ტრავმირებულები არიან, პიანიჩმა და ნაინგოლანმა პადოინსა და სტურაროს არაფერი გააბედინეს! პრინციპში, უხეიროდ თამაშობდა და უსარგებლო იყო პოლ პოგბაც, რომელსაც ახლა უკვე 10-ნომრიანი მაისურა აცვია და თითქოს ესეც უშლის ხელს. ფაქტია, რომ აგერ, უკვე მეორე ოფიციალური შეხვედრაა, პოგბა თავის თავს არ ჰგავს.
"ოლიმპიკოზე" გუშინ სიტყვა მეტწილად რომაელებს ეთქმოდათ - განსაკუთრებით კი, მირალემ პიანიჩს და ედინ ჯეკოს. სწორედ ამ ბოსნიურმა წყვილმა შექმნა პირველი რეალური მომენტი ჯიჯი ბუფონის კართან და საბოლოოდაც, სწორედ პიანიჩმა და ჯეკომ დალაშქრეს ბუფონის კარი.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ტურინელებმა ძალები მაინც მოიკრიბეს, შეუტიეს და ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, რომელიც დიბალას ანგარიშზეა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი გააწყვეს და "იუვეს" ყველა დროის ანტირეკორდიც სახეზეა.
სერია A. II ტური
29 აგვისტო
ბოლონია-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 ფლორო ფლორესი (86)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე (46. ფერარი), როსეტინი, მაიეტა, მაზინა - დონსა (55. დიავარა), კრიზეტიგი, პულგარი - ბრიენცა, ფალკო, დესტრო (71. მანკოზუ)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი - სანსონე (80. ლარიბი), პოლიტანო (62. ფლორო ფლორესი), დეფრელი (74. ფალჩინელი)
გაფრთხილება: დესტრო, ფალკო, ფერარი - კანავარო
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 4-6 (4-1); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 22 000
მილანი-ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ბაკა (16), 1:1 საპონარა (20), 2:1 ლუის ადრიანო (69)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დე შილიო, საპატა, რომანიოლი, ანტონელი - ნოჩერინო (46. კუცკა), დე იონგი, ბერტოლაჩი (83. პოლი) - სუსო (55. ბონავენტურა) - ბაკა, ლუის ადრიანო
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, ბარბა (80. კოსტა), ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, ელ ჰაჯი (76. მაიელო), კროჩე - საპონარა - მაკარონე (62. მჭედლიძე), პუჩარელი
გაფრთხილება: ტონელი, მაკარონე (ემპოლი)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 4-14(2-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 55 000
30 აგვისტო
რომა-იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 პიანიჩი (61 ), 2:0 ჯეკო (79), 2:1 დიბალა (87)
რომა (4-3-3): სკორუპსკი - ფლორენცი, მანოლასი, დე როსი, დინი - პიანიჩი, ნაინგოლანი, კეიტა - იაგო (89. ლიაიჩი), სალაჰი (77. იტურბე), ჯეკო (90. იბარბო)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (72. პერეირა), სტურარო, პადოინი (75. კუადრადო), პოგბა, ევრა - დიბალა, მანჯუკიჩი (62. პორატა)
გაფრთხილება: დე როსი, პიანიჩი, ჯეკო - კიელინი, პოგბა
გაძევება: ევრა (78)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-8 (6-3); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 65 000
ატალანტა-ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 სტენდარდო (21), 2:0 გომესი (69)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, კერუბინი, სტენდარდო, დრამე - გრასი (69. მილიაჩო), დე რუნი, კურტიჩი (77. ჯორჯი) - მორალესი, გომესი (89. ესტიგარიბია), პინილია
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, ბლანკარდი, დიაკიტე, კრიველო - პაგანინი (75. ტონევი), გორი, გუჩერი, სოდიმო (70. კარლინი) - დიონისი, ლონგო (46. ჩოფანი)
გაფრთხილება: პინილია - დიაკიტე, ბლანკარდი, პაგანინი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 19-11 (11-4); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 22 000
კარპი-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (31), 1:1 დე გაუდიო (81), 1:2 იოვეტიჩი (89)
კარპი (3-5-1-1): ბრკიჩი - ლეტცია, გალილიო, ბუბნიკი - ვოლასი (76. დე გაუდიო), ლოლო, ფედელე (79. ლაძარი), მარონე, სილვა - მატოსი - ვლიჩეკი (66. ლაზანია)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი (80. ნაგატომო), მირანდა, მურილიო, ჟუანი - მედელი, გუარინი, კონდოგბია - ბროზოვიჩი (85. ერნანესი) - პალასიო, იოვეტიჩი (90. რანოკია)
გაფრთხილება: ლეტცია, ლოლო - ჰანდანოვიჩი, მირანდა, სანტონი, მედელი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9-8 (5-5); ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 10 000
იხილეთ ვიდეო
კიევო-ლაციო 4:0
გოლები: 1:0 მეჯორინი (12), 2:0 პალოსკი (30), 3:0 ბირსა (45), 4:0 პალოსკი (68)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - ბირსა (81. პეპე), ჰეტემაი, რიგონი (73. კაჩატორე), კასტრო - პალოსკი, მეჯორინი (87. მპოკუ)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა (46. პატრიჩი), ჯენტილეტი, დე ვრი, რადუ - პაროლო, კატალდი, ლულიჩი (46. მორისონი) - კიშნა, კანდრევა (59. ანდერსონი), კეიტა
გაფრთხილება: კატალდი (ლაციო)
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-8 (5-2); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 15 000
ჯენოა-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 პავოლეტი (57), 2:0 გაპკე (76)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - დე მაიო (74. მარკეზე), ბურდისო, იძო - სისოხო, კოსტა, რინკონი, ლაქსალტი, ნიჩამი - პანდევი (56. პავოლეტი - 72. ლაზოვიჩი), გაპკე
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი - სალა (84. სილიგარდი), გრეკო, ალფრედსონი (22. ვივიანი) - იანკოვიჩი (69. პაცინი), ტალები, ტონი
გაფრთხილება: იძო, რინკონი - მორასი, პაცინი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-10 (6-2); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 25 000
ნაპოლი-სამპდორია 2:2
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 2:0 იგუაინი (39), 2:1 ედერი (57-პენ.), 2:2 ედერი (59)
ნაპოლი (4-3-1-2): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, უსაი (71. გულამი) - ალანი (58. დავიდ ლოპესი), ვალდიფიორი (68. ჟორჟინიო), ჰამშიკი - ინსინიე - კალეხონი, იგუაინი
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - კასანი, სილვესტრი, კოდა (22. ძუკანოვიჩი), რეჯინი - სორიანო (87. ვსზოლეკი), ფერნანდო, ბარეტო - პალომბო - მურიელი, ედერი (89. მოისანდერი)
გაფრთხილება: სილვესტრი, ფერნანდო (სამპდორია)
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18-8 (7-4); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 40 000
ტორინო-ფიორენტინა 3:1
გოლები: 0:1 ალონსო (10), 1:1 მორეტი (67), 2:1 კვალიარელა (69), 3:1 ბაზელი (77)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ბენასი (65. ასკუა), ვივესი, ბაზელი (84. გაცი), აველარი - კვალიარელა, მარტინესი (61. მაქსი ლოპესი)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, რონკალია - ჟილბერტო (76. რებიჩი), ბორხა ვალერო, სუარესი, ალონსო - ფერნანდესი (64. ბერნარდესკი), ილიჩიჩი (73. როსი) - კალინიჩი
გაფრთხილება: ვივესი, მაქსი ლოპესი - გონსალო, ალონსო, ფერნსანდესი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-8 (6-1); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 18 000
უდინეზე-პალერმო 0:1
გოლი: 0:1 რიგონი (8)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ერტო (71. დი ნატალე), დანილო, პირისი - ედენილსონი, მერკელი (58. კონე), იტურა (80. მარკინიო), ფერნანდესი, ალი ადნანი - საპატა, ტერო
პალერმო (3-5-2): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, ელ კაუტარი - რიგონი (77. ილიემარკი), კუაიზონი (83. ვიტიელო), ლაზაარი, მატო, რისპოლი (65. გოლდანიგა) - ვასკესი, ტრაკოვსკი
გაფრთხილება: იტურა, მერკელი, ფერნანდესი, საპატა - სორენტინო, მატო
გაძევება: სტრუნა (70)
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 22-1 (7-1); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 20 000
ბომბარდირები: 2 - მარტინს ედერი (სამპდორია), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), ლუის მურიელი (სამპდორია), რიკარდო საპონარა (ემპოლი)
მომდევნო ტური
13 სექტემბერი:
ემპოლი-ნაპოლი, ფიორენტინა-ჯენოა, ფროზინონე-რომა, ვერონა-ტორინო, ინტერი-მილანი, იუვენტუსი-კიევო, ლაციო-უდინეზე, პალერმო-კარპი, სამპდორია-ბოლონია, სასუოლო-ატალანტა.