სერია A. IV ტური: "მილანის" 5-გოლიანი თრილერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 სექტემბერს იტალიის სერია A-ს IV ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტრავმირებული ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "უდინეზე" სტუმრობდა. გუნდს ბოლო წუთზე ვეტერანმა მასიმო მაკარონემ მოაგებინა - 2:1.

"მილანმა" და "პალერმომ" ხუთ-გოლიანი თრილერი ითამაშეს, რომლის გმირიც კარლოს ბაკა გახდა, კოლუმბიელმა ფორვარდმა სტუმართა კარში დუბლი შეასრულა.

კარლოს ბაკა (მილანი): "დიდებული შედეგია, "ინტერთან" წაგების მერე, ძალიან მონდომებით ვვარჯიშობდით, ყოველი მატჩის შემდეგ "მილანი" სულ უკეთ და უკეთ თამაშობს".

უდინეზე-ემპოლი 1:2
გოლები: 1:0 საპატა (19), 1:1 პარედესი (73), 1:2 მაკარონე (90)
გაძევება: კონე (72)

მილანი-პალერმო 3:2
გოლები:
1:0 ბაკა (21), 1:1 ჰილიემარკი (32), 2:1 ბონავენტურა (40), 2:2 ჰილიემარკი (72), 3:2 ბაკა (75)

1. ინტერი - 9 ქულა; 2. კიევო - 7; 3. სამპდორია - 7; 4. ტორინო - 7; 5. რომა - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული