სერია A. IV ტური: "ინტერი" უდანაკარგოა [VIDEO]

AutoSharing Option
* ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" მაისურით მე-300 გოლი გაიტანა.

* ტურინის "იუვენტუსმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვენტუსმა" პირველი გამარჯვება მეოთხე ტურში მოიპოვა და ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. "ინტერმა" მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო, "რომამ" კი საკუთარ კედლებში წაიფორხილა.

ბაკას დუბლი
"მილანმა" "პალერმოს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა - 3:2. სიცილიელებმა ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ "მილანმა" მესამეც შეაგდო და დერბიში მარცხით წახდენილი ხასიათი გამოიკეთა. მატჩის გმირი კარლოს ბაკაა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მთლიანობაში ბრწყინვალედ წარმოჩინდა.

ბაკას ორივე გოლი ეფექტური გამოუვიდა,
პირველი ფეხით, ხოლო მეორე თავური დარტყმით. ჯაკომო ბონავენტურაც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა აქტივში. თანაც, ბონამ ისეთი ჯარიმა შეაგდო, რომ თვით ანდრეა პირლოსაც შეშურდებოდა. "პალერმოს" რიგებში ოსკარ ჰილემარკმა გაიბრწყინა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი დუბლი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა შემდეგი განაცხადა: "პირველი ტაიმი სრულად ვდომინირებდით, მეორეში კი სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. გვიჭირს თამაშის კონტროლი და ამიტომ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ. უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ შეტევაში და კონცენტრირებულები დაცვაში. სწორი გზით მივდივართ და დროთა განმავლობაში, თამაშს გავაუმჯობესებთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერი" სრული სვლით
"ინტერი" ვერონაში ჩავიდა და ლიდერთა შორის მყოფი "კიევო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს გამოირჩა. ეს არის "ინტერის" მიჯრით მეოთხე მოგება და მილანური გრანდი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია. "ნერაძური" ოთხი ქულით უსწრებს "რომას" და მთელი რვა ქულით "იუვენტუსს", რაც შესანიშნავი შედეგია. "ინტერის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი სასიამოვნოდ გაკვირვებულია:

"ქულათა 100% გვაქვს მოპოვებული, რაც ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა. თუმცა, ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა გვესმოდეს, რომ წინ ძალიან გრძელი და რთული სეზონი გველის. ვერონელებთან ერთი ხეირიანი მომენტი შევქმენით და ეს საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად. "კიევო" ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერონაში ჩვენი კონკურენტები ქულებს დაკარგავენ".

ტოტის საიუბილეო გოლი
ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" მაისურით მე-300 გოლი გაიტანა და ეს უდაოდ აღსანიშნავი ამბავია, თუმცა რუდი გარსიას შეგირდებმა "სასუოლოსთან" მხოლოდ ქულა აიღეს, რაც აშკარად უარყოფითი შედეგია.

"რომა" მთელი თამაში უტევდა მეტოქეს, უამრავი მომენტი შექმნა და არა თუ სამი ქულის მოპოვება, დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. ტოტის გოლი მართლაც გამორჩეული იყო, რადგან ძალიან ტექნიკურად ითამაშა და რბილი დარტყმით შეაგორა ბურთი კარის ბადეში - თუმცა, ფრანჩესკო თამაშგარის ზღვარზე მოქმედებდა და არბიტრს გოლის გაუქმებაც შეეძლო. ასეა თუ ისე, ტოტიმ შეაგდო საიუბულეო გოლი, "რომა" კი ფრეს დასჯერდა.

მატჩის შემდეგ, რუდი გარსია ძალიან უკმაყოფილო იყო და მოკლე კომენტარი გააკეთა: "არასტაბილურობა ჩვენი უპირველესი მტერია და თუ ის ვერ დავამარცხეთ, სკუდეტოსთვის ნამდვილად ვერ ვიბრძოლებთ. უამრავი მომენტი შევქმენით და მაინც დავკარგეთ ქულები, რისი ახსნაც ძალიან მიჭირს. უნდა გავაანალიზოთ მომხდარი და დასკვნები გამოვიტანოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტორინო" აღარ ხუმრობს
ფაბიო კვალიარელამ ორი უპასუხო გოლი გაუტანა "სამპდორიას" და მისმა "ტორინომ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. "გრანატას" 10 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა გამწესებული. ვეჭვობთ, რომ ამ წარმატებას მყარი ფუნდამენტი აქვს, რადგან გუნდში ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი და მათმა სინთეზმა რამდენიმე გამოცდილ მოთამაშესთან, წესით კარგი შედეგი უნდა გამოიღოს. ჯერჯერობით, ასეც არის - "ტორინომ" მორიგი ძლიერი მეტოქე მოინელა და იტალიური ფეხბურთის გრანდებს დაჰყურებს თავზე.

მეორე სუნთქვა გაეხსნა კვალიარელას, რომელმაც ჯერ თავური დარტყმით შეაგდო შესანიშნავი გოლი, ხოლო შემდეგ ფეხითაც გამოირჩა. მატჩის შემდეგ, "ტოროს" თავკაცმა ჯამპიერო ვენტურამ კვალიარელა საგანგებოდ შეაქო, თუმცა არც იმის თქმა დავიწყებია, რომ თამაშს გუნდი იგებს და შესაბამისად, გუნდი აგებს. ბრავო ვენტურას და მის გუნდს, თუმცა ჯერ ჩემპიონატის სტარტია და შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"იუვეს" პირველი მოგება
როგორც იქნა, "იუვენტუსმა" მოიგო და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. გენუურ მატჩში ყველაფერმა ტურინელთა წისქვილზე დაასხა წყალი - ჯერ იყო და "ჯენოას" მეკარე ეუჯენიო ლამანა შეცდა, როდესაც ძელიდან ასხლეტილი ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, შემდეგ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ და ეს ამბავი პირველივე ნახევარში მოხდა, ბოლოს კი "იუვეს" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა, რომელიც გოლად პოლ პოგბამ აქცია.

მოკლედ, "იუვეს" უნდა მოეგო და ამას ყველაფერმა შეუწყო ხელი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

IV ტური
19 სექტემბერი
უდინეზე-ემპოლი 1:2
გოლები: 1:0 საპატა (19), 1:1 პარედესი (73), 1:2 მაკარონე (90)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, პირისი - ედენილსონი, კონე, იტურა (54. ფერნანდესი), ბადუ, ალი ადნანი - დი ნატალე (68. აგუირე), საპატა (74. მარკინიო)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბარბა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (66. პარედესი), ელ ჰაჯი (46. რონალდო), კროჩე - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი (82. ლივაია)
გაფრთხილება: იტურა, ალი ადნანი, ფერნანდესი, მარკინიო - მაკარონე, ლაურინი, რონალდო
გაძევება: კონე (74. უდინეზე)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 26-14; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 6-8 (1-4); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 18 000

მილანი-პალერმო 3:2
გოლები: 1:0 ბაკა (21), 1:1 ჰილემარკი (32), 2:1 ბონავენტურა (40), 2:2 ჰილემარკი (72), 3:2 ბაკა (75)
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - აბატე (18. კალაბრია), საპატა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა - ჰონდა (79. პოლი) - ბაკა, ლუის ადრიანო (70. ბალოტელი)
პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი,
ელ კაუტარი, ლაძარი - ჰილემარკი (89. რიგონი), ჩოჩევი, მატო - ვასკესი - დურდევიჩი (56. ჯილარდინო), კუაიზონი (70. ტრაკოვსკი)
გაფრთხილება: მონტოლივო - ლაძარი, გონსალესი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 11-8 (5-3); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 50 000

20 სექტემბერი
კიევო-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 იკარდი (42)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - კასტრო, ჰეტემაი, რიგონი (81. პეპე) - ბირსა (74. მპოკუ) - პალოსკი (68. ინგლეზე), მეჯორინი
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მედელი, მურილიო (70. რანოკია), ტელესი - მელო, გუარინი, კონდოგბია (85. ბროზოვიჩი) - პერიშიჩი - იოვეტიჩი (75. პალასიო), იკარდი
გაფრთხილება: რიგონი, მეჯორინი, მპოკუ - გუარინი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-8 (3-2); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 15 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატალანტა-ვერონა 1:1
გოლები: 1:0 მორალესი (89), 1:1 პიზანო (90)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო (82. რაიმონდი), სტენდარდო, პალეტა, ბელინი - გრასი (77. ჩიგარინი), დე რუნი, კურტიჩი - მორალესი, გომესი, დენისი (62. მონაკელო)
ვერონა (4-3-3): გოლინი - პიზანო, მარკესი (70. პიანჩეტი), მორასი, სუპრაიენი - სალა (90. სილიგარდი), გრეკო, ვივიანი - იანკოვიჩი, ტალები, ტონი (25. პაცინი)
გაფრთხილება: დე რუნი, რაიმონდი, მონაკელო - საპონარა, სალა, გოლინი
გაძევება: იანკოვიჩი (73. ვერონა)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 12-4 (3-2); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 22 000

ბოლონია-ფროზინონე 1:0
გოლი: 1:0 მონიერი (27)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ფერარი, როსეტინი, ოიკონომუ, მაზინა - დიავარა (58. კრიზეტიგი), ტაიდერი, პულგა - ბრიენცა (79. ფალკო), მონიერი, დესტრო (78. მანკოზუ)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, ბლანკარდი, დიაკიტე, პავლოვიჩი - პაგანინი (80. ვერდე), ჩიბსა, სამარკო, ტონევი (61. სოდიმო) - დიონისი, ლონგო (54. ჩოფანი)
გაფრთხილება: დიავარა, დესტრო, კრიზეტუგი, ფერარი - ლონგო, სამარკო, პაგანინი, სოდიმო, პავლოვიჩი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-8); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 000

ჯენოა-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ლამანა (37-საკ. კარში), 0:2 პოგბა (60-პენ.)
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, იძო - სისოხო, ჯემაილი (57. პანდევი), რინკონი, ლაქსალტი - ნიჩამი - პეროტი (46. ფიგუიერო), კაპელი (66. პანაიოტისი)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა - ლემინა (76. ერნანესი), პოგბა, სტურარო - კუადრადო, მორატა (22. პერეირა), მანჯუკიჩი (83. ძაძა)
გაფრთხილება: ჯემაილი - ევრა, პოგბა, ლემინა, ძაძა
გაძევება: იძო (43. ჯენოა)
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5-10 (0-3); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 30 000

რომა-სასუოლო 2:2
გოლები: 0:1 დეფრელი (22), 1:1 ტოტი (36), 1:2 პოლიტანო (44), 2:2 სალაჰი (49)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი (64. ფლორო ფლორესი), მანოლასი, რუდიგერი, ტოროსიდისი - დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ტოტი (71. ჯეკო), სალაჰი, იტურბე (50. იაგო)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი (59. ბიონდინი) - პოლიტანო (81. ბერარდი), ფლორო ფლორესი (64. სანსონე), დეფრელი
გაფრთხილება: მაიკონი, დე როსი - პოლიტანო, სანსონე, პელუზო
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 18-6 (6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 55 000

ტორინო-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (17), 2:0 კვალიარელა (24)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი (76. ძაპაკოსტა), ბაზელი, ვივესი, ასკუა (84. ბენასი), მოლინარო - კვალიარელა, ბელოტი (56. მაქსი ლოპესი)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - პერეირა, სილვესტრი, მოისანდერი, რეჯინი (46. ხრისტოდოლოპულოსი) - ივანი (62. კორეა), ფერნანდო, ბარეტო - სორიანო (82. როდრიგესი) - მურიელი, ედერი
გაფრთხილება: ასკუა, ვივესი - რეჯინი, ფერნანდო, ხრისტოდოლოპულოსი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-11 (6-6); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 22 000

კარპი-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 ბაბაქარი (35)
კარპი (3-5-1-1): ბენუსი - ძაკარდო, რომანიოლი, ბუბნიკი - ლეტიცია (76. ლაზაარი), ლოლო, ფედელე, კოფიე (57. გაუდიო), სილვა - მატოსი (71. მბაკოგუ) - ბორიელო
ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, რონკალია, გონსალო - ბორხა ვალერო, სუარესი, ჟილბერტო, პასკუალი (46. ალონსო) - როსი (58. კალინიჩი), ბერნარდესკი (76. ვერდუ), ბაბაქარი
გაფრთხილება: ლოლო, ფედელე, კოფიე - პასკუალი, ტატარუშანუ, სუარესი, ალონსო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 9-7 (3-2); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-ლაციო 5:0
გოლები: 1:0 იგუაინი (14), 2:0 ალანი (35), 3:0 ინსინიე (47), 4:0 იგუაინი (59), 5:0 გაბიადინი (79)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - უსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (60. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (74. ელ ქადური), კალეხონი, იგუაინი (65. გაბიადინი)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, რადუ - პაროლო, ონაზი - ლულიჩი (46. სავიჩი), მაური (46. ანდერსონი), კეიტა - მატრი (74. ჯორჯევიჩი)
გაფრთხილება: კულიბალი - მაურისიო, ლულიჩი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16-6 (10-1); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - მარტინს ედერი (სამპდორია); 4 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ფაბიო კვალიარელა (ტორინო); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), ოსკარ ჰილემარკი (პალერმო)

მომდევნო ტური
22 სექტემბერი:
უდინეზე-მილანი.

23 სექტემბერი:
კარპი-ნაპოლი, კიევო-ტორინო, ფიორენტინა-ბოლონია, ინტერი-ვერონა, იუვენტუსი-ფროზინონე, ლაციო-ჯენოა, პალერმო-სასუოლო, სამპდორია-რომა.

24 სექტემბერი:
ემპოლი-ატალანტა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული