სერია A. V ტურის წინ: შუა კვირის ბატალიები

AutoSharing Option
შუა კვირაში, ევროთასები არაა დაგეგმილი და იტალიელებმა სერია A-ს მორიგი ტური დანიშნეს. დღეს, 22 სექტემბერს, "მილანი" "უდინეზეს" ესტუმრება, ხვალ კი ერთბაშად რვა მატჩი გაიმრთება.

უდინეზე-მილანი
"მილანს" ჯერ გასვლითი მატჩი არ მოუგია და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ნავსის გატეხვას უდინეში შეეცდება. "როსონერის" შეტევაში ისევ კარლოს ბაკა და ლუის ადრიანო გარჯებიან, მათ უკან კი კეისუკე ჰონდა იმოქმედებს.

მიხაილოვიჩის თქმით, "მილანს" ზედიზედ რამდენიმე გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რომ საკუთარი ძალების ირწმუნოს:

"თუ მაღალი ადგილებისთვის გვსურს ბრძოლა, სტაბილურად კარგად უნდა ვიასპარეზოთ, როგორც შინ, ისე გასვლაზე. მიჯრით რამდენიმე
მოგება გვჭირდება და ამიტომ, უდინეში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავდივართ. ამასთან, კარგად მესმის, რომ მეტოქემ სეზონი ცუდად დაიწყო და ჩვენი დამარცხებით შეეცდება კრიზისის დაძლევას".

კარპი-ნაპოლი
"ნაპოლიმ" ბოლო ორი თამაში 5:0 მოიგო და, როგორც "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, მაურიციო სარიმ დიეგო მარადონას ათი შეტყობინება, ან გნებავთ მოკითხვა გაუგზავნა.

ნეაპოლელებმა ჯერ "ბრიუგეს" გადაურბინეს, ხოლო შემდეგ "ლაციოც" გაანადგურეს.

აქამდე სარი 4-3-1-2 ტაქტიკას იყენებდა, ბოლო ორ შეხვედრაში კი გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო და ამან აშკარად გაამართლა, რასაც თვითონაც აღნიშნავს:

"ახალ სქემას ჩვენთვის წარმატება მოაქვს და ბუნებრივია, რომ მის შეცვლას არ ვაპირებ. ფლანგებიდან ძალიან სახიფათოდ ვუტევთ, რასაც მეტოქე გუნდებისთვის დამანგრეველი ძალა აქვს. "ნაპოლის" შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და ეს უკვე ყველამ დავინახეთ".

ინტერი-ვერონა
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ვერონას" მიიღებს და შეეცდება, რომ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვოს.

რობერტო მანჩინი შეტევაში ისევ სტევან იოვეტიჩს, ივან პერიშიჩს და მაურო იკარდის დაეყრდნობა, აი, შუა ხაზის ამოცნობა კი შედარებით რთულია.

რა შემადგენლობაც არ უნდა ჰყავდეს "ინტერს", "ვერონასთან" უდაო ფავორიტი იქნება, რომელსაც ბოშკო იანკოვიჩი და ლუკა ტონი არ ეყოლება - პირველს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო მეორეს - ტრავმა. ეს შანსია ჯამპაოლო პაცინისთვის, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ვნახოთ, მოიგებს თუ არა მილანური გრანდი მორიგ პაექრობას...

იუვენტუსი-ფროზინონე
მაურიციო სარის არ იყოს, მასიმილიანო ალეგრიც 4-3-3 ტაქტიკაზე გადაერთო და ბოლო ხანს, ხუან კუადრადოს უცხადებს დიდ ნდობას. ისიც კი დაიწერა, რომ ტურინული გრანდი უკვე შეუთანხმდა "ჩელსის" და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, კოლუმბიელს 22 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

"ფროზინონესთან" შეხვედრაში, კუადრადოსთან ერთად, შეტევაში ალვარო მორატა და მარიო მანჯუკიჩი გაირჯებიან, შუა ხაზში კი დავიდე სტურაროს, პოლ პოგბას და ერნანესის ტრიოს ვიხილავთ. ერნანესი კლასიკური გამთამაშებელია, ამჯერად უფრო სიღრმეში მოუწევს თამაში და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს, "იუვე" კი აუტსაიდერთან პაექრობაში აშკარა ფავორიტად ითვლება.

სამპდორია-რომა
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება გენუაში, სადაც "სამპდორია" "რომას" დაუხვდება.

მასპინძლებს შეტევაში ლუის მურიელი და ედერი ეყოლებათ, სტუმრებს კი იაგო ფალკე, მოჰამედ სალაჰი და ედინ ჯეკო.

წინა ტურში, ორივე გუნდმა წაიფორხილა და შესაბამისად, სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე - ვალტერ ძენგა და რუდი გარსია შეგირდებს მოგებაზე გეშავენ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - პერეირა, სილვესტრი, მოისანდერი, რეჯინი - ივანი, ფერნანდო, ბარეტო - სორიანო - მურიელი, ედერი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი - იაგო, სალაჰი, ჯეკო

სერია A. V ტური
სამშაბათი. 22 სექტემბერი
უდინეზე-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: კონე (უდინეზე)
ტრავმა: გილიერმე, ვიდმერი, მერკელი - ანტონელი, მენეზი, ნიანგი, მექსე, ბერტოლაჩი, აბატე
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +13=9-24, (50-85)

ოთხშაბათი. 23 სექტემბერი
კარპი-ნაპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაშუტი, მარონე, ინიგუესი, სპოლი - ვალდიფიორი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-3)

კიევო-ტორინო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რადოვანოვიჩი - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, გაცი, აველარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=8-10, (21-29)

ფიორენტინა-ბოლონია 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკიჩი - ძუკულინი, კრაფტი, დონსა
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=11-5, (35-26)

ინტერი-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: იანკოვიჩი (ვერონა)
ტრავმა: დოდო, მირანდა, ჟუანი - ფარესი, ალფრედსონი, ტონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +11=2-0, (31-8)

იუვენტუსი-ფროზინონე 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხედირა, მარკიზიო, ასამოა - კარლინი, გუჩერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +2=0-0, (3-0)

ლაციო-ჯენოა 22:45
დისკვალიფიკაცია: იძო (ჯენოა)
ტრავმა: ჯორჯევიჩი, კლოზე, ბილია, დე ვრი - პერინი, გაპკე, მუნიოსი, კოსტა, პავოლეტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=5-9, (28-23)

პალერმო-სასუოლო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა - ანტეი
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (2-1)

სამპდორია-რომა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოდა, დე სილვესტრი, კასანი - პიანიჩი, კაპრადოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=11-17, (36-54)

ხუთშაბათი. 24 სექტემბერი
ემპოლი-ატალანტა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მჭედლიძე, კოშიჩი - ესტიგარიბია, ბრივიო, ტოლოი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=7-3, (14-12)

ბომბარდირები:
5 - მარტინს ედერი (სამპდორია); 4 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ფაბიო კვალიარელა (ტორინო); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), ოსკარ ჰილემარკი (პალერმო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ფროზინონესთან" შეხვედრაში, კუადრადოსთან ერთად, შეტევაში ალვარო მორატა და მარიო მანჯუკიჩი გაირჯებიან,
როგორ გაირჯებიან მორატა და მანძუკიჩი, 2ვე ტრავმირებულია, ავტორ
alex
15:17 22-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული