სილვიო ბერლუსკონი: ბალოტელი დაჭკვიანდა

AutoSharing Option
"მილანი"-"პალერმოს" მატჩს ლომბარდიული კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დაესწრო, თამაშის შემდეგ კი ჟურნალისტებს გაესაუბრა და სხვადასხვა თემებზე ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ვიდრე აქამდე და ამიტომ, "მილანის" მატჩებს უფრო ხშირად დავესწრები. ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ და ძველ დიდებას მალე დავიბრუნებთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მართლა სურდა ჩვენთან გადმოსვლა, მაგრამ პსჟ-მ არ გამოუშვა. ასე სჯობდა, რადგან შემდეგ მარიო ბალოტელი დავიბრუნეთ, არანაკლებ ნიჭიერი ფორვარდი და რაც მთავარია, გაცილებით ახალგაზრდა. მარიო დაჭკვიანდა და სამაგალითოდ იქცევა.

რატომ ვერ გადავიბირეთ ჟოფრეი კონდოგბია? - მასში 35
მილიონი ევროს გადახდა უტოპია იყო, რადგან ვაჭრობა ორჯერ ნაკლები თანხით დავიწყეთ. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, კონდოგბია კი 35 მილიონი არ ღირს.

კმაყოფილი ვარ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით, თუმცა მთავარია, რა მოხდება სეზონის მსვლელობისას და რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული