ბალოტელის დაბრუნება
უდინეში ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩი შედგა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ, ამას ნამდვილად არავინ იფიქრებდა. "მილანმა" სამი უპასუხო გოლი შეუგდო მეტოქეს და, თითქოს, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. თამაში 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარიო ბალოტელიმ მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გოლად აქცია და დააწინაურა სტუმრები.
ბალოტელიმ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა და თანაც, დაახლოებით 25 მეტრიდან, ბრწყინვალე
ამ ეპიზოდიდან კიდევ 5 წუთი იყო გასული, როდესაც რიკარდო მონტოლივოს შესანიშნავი პასის შემდეგ, ჯაკომო ბონავენტურა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ბადეში შეაგორა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც "მილანმა" კუთხური ჩააწოდა და კრისტიან საპატამ თავური დარტყმით მესამე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი, "უდინეზემ" დაიწყო აქტიურად და 15 წუთში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. ამრიგად, თამაშში ინტრიგა დაბრუნდა და "მილანის" გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
განსაკუთრებულად დაძაბული ბოლო 10 წუთი იყო, როდესაც უდინელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ, არაერთი კუთხური ჩააწოდეს, კარშიც ბლომად ურტყეს და მიზანთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბურთმა აღარ ინება კარის ხაზის გადაკვეთა. საბოლოოდ - 3:2 "როსონერის" სასარგებლოდ და უმნიშვნელოივანესი ქულები აქტივში.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ის, რაც აქამდეც არაერთხელ გვითქვამს - "მილანი" შეტევაში კარგად ირჯება და გოლებიც ბლომად გააქვს, მაგრამ თუ სინიშა მიხაილოვიჩს წარმატების მიღწევა სურს, დაცვას უნდა მიხედოს.
და ერთიც, თუ მიხაილოვიჩი მომავალშიც 4-3-1-2 ტაქტიკას დაეყრდნობა, კეისუკე ჰონდაზე უკეთესი გამთამაშებელი უნდა მოძებნოს. და ერთიც, ბალოტელი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ლომის წილი დაიდო სტუმართა გამარჯვებაში.
სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "პირველი ტაიმი უნაკლოდ ჩავატარეთ და შესაბამისად, სამი უპასუხო გოლით მოვიგეთ, მეორეში კი ბევრი შეცდომა დავუშვით.
"უდინეზემ" სწრაფი გოლი გაგვიტანა და ჩემ შეგირდებს ანერვიულება დაეტყოთ, რაც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. საკუთარი ძალების თუ არ ვირწმუნეთ, შორს წასვლა გაგვიჭირდება. მიუხედავად ყველაფერისა, კმაყოფილი ვარ, რომ უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ. ბალოტელიმ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის დაბრუნდა".
სტეფანო კოლანტუონო ("უდინეზეს" მწვრთნელი): "ბიჭებს მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ 0:3-ის შემდეგ არ გატყდნენ და ქულის მოსაპოვებლად ცოტა დაგვაკლდა. ჩემი აზრით, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. მადლობა ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში გვედგნენ. "უდინეზეს" მეტი შეუძლია და ამაში მალე დარწმუნდებით".
"იუვენტუსის" კვალზე
"უდინეზეს" განახლებული სტადიონის პრეზენტაცია დეკემბერში გაიმართება, მაგრამ თუ ერთ სექტორს არ ჩავთვლით, სარემონტო სამუშოები დასრულებულია. "სტადიო ფრიული" მთლიანად შეცვლილია - ახალი მინდორი, ახალი ტრიბუნები, ახალი განათება და, რაც მთავარია, არავითარი სარბენი ბილიკები. სუფთა საფეხბურთო არენა, რომელიც აგერ უკვე მეორე თამაშია სრულად ივსება. არადა, აქამდე, "უდინეზეს" საშინაო თამაშებს იტალიაში ტრადუციულად ყველაზე ცოტა მაყურებელი ესწრებოდა.
ისიც ვთქვათ, რომ "უდინეზე" არის მეორე კლუბი იტალიაში, რომელსაც საკუთარი არენა აქვს და მუნიციპალიტეტს იჯარის ფულს არ უხდის. საქმე იმაშია, რომ ქალაქ უდინეს მესვეურებმა სტადიონი კლუბს გადასცეს. ეს იყო ნაბიჯი, რომელსაც საფეხბურთო იტალიამ ისტორიული უწოდა და სხვა ქალაქის მესვეურებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. მოვუსმინოთ "უდინეზეს" პრეზიდენტ ჯამპაოლო პოცოს:
"სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ ეს სეზონის მსვლელობისას დამატებით ქულებს მოგვიტანს. ტრიბუნები მინდვრისგან 6 მეტრის დაშორებითაა, ადრე კი მანძილი 20 მეტრზე მეტი იყო. წინა სეზონში, ჩვენ საშინაო თამაშებს საშუალოდ 12 000 კაცი ესწრებოდა, ამ სეზონში კი ეს მაჩვენებელი 25 000-ზე ავიდა. მალე, მეოთხე ტრიბუნაც დასრულდება და "სტადიო ფრიული" სრულყოფილ სახეს მიიღებს. ეს არის ახალი ერა "უდინეზესთვის" და იმედია, ახალი წარმატებების დასაბამი".
ტონი მძიმედ დაშავდა
სერია A-ს გასულ გათამაშებას ორი ბომბარდირი ჰყავდა - ლუკა ტონიმ და მაურო იკარდიმ 22-22 გოლი გაიტანეს და პირველობა გაიყვეს. მიმდინარე სეზონში, ტონის მიღწეულის გამეორება გაუჭირდება, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ორ თვეს დაისვენებს. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ექიმებმა "ვერონას" 38 წლის თავდამსხმელს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს და გაცხადდა, რომ ჯვარედინი მყესი აქვს დაზიანებული.
საგულისხმოა, რომ ტონი მყესის გაწყვეტის საფრთხის წინაშე იდგა და ასეთ შემთხვევაში, სარეაბილიტაციო კურსს 6-დან 8 თვემდე სჭირდება. ტონის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ჯვარედინი მყესის გაწყვეტა კარიერის დასრულების ტოლფასი იქნებოდა.
პროგნოზები
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან მცირე დროა გასული, მაგრამ იტალიაში უკვე აქტიურად აკეთებენ პროგნოზებს და ბუნებრივია, რომ ფავორიტთა შორის აპენინური ფეხბურთის გრანდებს ასახელებენ."გაძეტა დელო სპორტს" იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა დინო ძოფი გაესაუბრა და განაცხადა, რომ "ინტერს" სკუდეტოს მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს. მართალია, მთელი ჩემპიონატი წინაა, მაგრამ ძოფის აზრით, "ინტერმა" უკვე დაგვანახვა შესაძლებლობები. ლეგენდარულმა მეკარემ "ინტერის" მწვრთნელი გამოარჩია და რობერტო მანჩინის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსი უწოდა.
ჟურნალისტებს "ინტერის" და "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, ლეონარდო გაესაუბრა და განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი "რომაა". ლეოს თქმით, "ჯალოროსის" მთავარი კონკურენტი "იუვენტუსი" იქნება, მილანური გრანდები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.
ჟურნალისტმა ლეონარდოს პროვოკაციული კითხვა დაუსვა და დაინტერესდა თუ ვის გულშემატკივრობს ბრაზილიელი, რომელიც ძირძველი "მილანისტა", თუმცა სამწვრთნელო კარიერის ერთი ეტაპი "ინტერში" აქვს გატარებული - ლეომ დიპლომატიური პასუხი გასცა და განაცხადა, რომ დაძაბულ და უკომპრომისო ჩემპიონატს გულშემატკივრობს, დანარჩენი კი მოედნებზე გამოჩნდებაო...
V ტური
კარპი-ნაპოლი 0:0
კარპი (3-5-1-1): ბენუსი (29. ბრკიჩი) - ძაკარდო, რომანიოლი, ბუბნიჩი - ლეტიცია, ლოლო, ფედელე, კოფიე, სილვა - მატოსი (89. ლაზანია) - მბაკოგუ (68. ბორიელო)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - უსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ვალდიფიორი (61. ჟორჟინიო), ჰამშიკი (84. კალეხონი) - ინსინიე, მერტენსი (68. გაბიადინი), იგუაინი
გაფრთხილება: ძაკარდო, რომანიოლი, კოფიე - კულიბალი, ვალდიფიორი, მერტენსი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-14 (1-4); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 10 000
კიევო-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 კასტრო (75)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, კაჩატორე (66. გობი) - კასტრო, ჰეტემაი, პინცი - ბირსა (80. რიგონი) - პალოსკი, პელისიერი (55. მეჯორინი)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი (80. ძაპაკოსტა), ბაზელი (80. ბენასი), ვივესი, ასკუა, მოლინარო - მარტინესი (69. ბელოტი), კვალიარელა
გაფრთხილება: პინცი, კასტრო, გობი - პერესი, ასკუა, ბოვო
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-3 (5-1); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 10 000
ფიორენტინა-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ბლაშიკოვსკი (71), 2:0 კალინიჩი (82)
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბორხა ვალერო (85. ფერნანდესი), ბადელი, ვესინო - ბლაშიკოვსკი, რებიჩი (79. ილიჩიჩი), ბაბაქარი (56. კალინიჩი)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ფერარი, როსეტინი, ოიკონომუ, მაზინა - დიავარა, ტაიდერი (76. ფალკე), პულგა - რიცო (81. აკვაფრესკა), მონიერი (64. ბრიენცა), დესტრო
გაფრთხილება: რებიჩი - დიავარა, მაზინა
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-3 (4-1); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 28 000
ინტერი-ვერონა 1:0
გოლი: 1:0 მელო (56)
ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მედელი, ტელესი (89. რანოკია) - მელო, გუარინი, კონდოგბია (63. ბიაბიანი) - პერიშიჩი, ლიაიჩი (57. იოვეტიჩი) - იკარდი
ვერონა (5-3-2): გოლინი - რაფაელი, პიზანო, ბიანკეტი, მორასი, ელანდერი - ალბერტაცი (71. სუპრეიანი), ვივიანი, სალა (75. ძუკულინი) - ტალები, პაცინი (21. სილიგარდი)
გაფრთხილება: გუარინი, კონდოგბია, მელო, ბიაბიანი - ალბერტაცი, სალა, გრეკო, ელანდერი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 7-6 (4-1); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 55 000
იუვენტუსი-ფროზინონე 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (50), ბლანკარდი (90)
იუვენტუსი (4-3-3): ნეტო - ლიხტშტაინერი (46. კიელინი), ბარძალი, ბონუჩი, სანდრო - ლემინა, პოგბა, სტურარო (46. დიბალა) - კუადრადო, პერეირა, ძაძა (77. ერნანესი)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - მ. ჩოფანი (83. როზი), ბლანკარდი, დიაკიტე, კრიველო - ფრარა, გორი, ჩიბსა (71. ტონევი), სოდიმო - დ. ჩოფანი, კასტილო (85. დიონისი)
გაფრთხილება: ბონუჩი, ძაძა - კრიველო, სოდიმო, როზი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 25-4 (7-1); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 40 000
ლაციო-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ჯორჯევიჩი (35), 2:0 ანდერსონი (62)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი - პაროლო, კატალდი - ანდერსონი (93. მაური), სავიჩი (83. მორისონი), კიშნა - ჯორჯევიჩი (78. კეიტა)
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, მარკეზე - სისოხო, პანაიოტისი (46. ჯემაილი), რინკონი, ლაქსალტი - ნიჩამი (46. კაპელი) - პეროტი (58. ფიგუეირასი), პანდევი
გაფრთხილება: კატალდი, მაურისიო, ჯენტილეტი, სავიჩი - მარკეზე, ფიგუეირასი
გაძევება: სისოხო (56. ჯენოა), პანდევი (85. ჯენოა)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-8 (3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 35 000
პალერმო-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 ფლოკარი (35)
პალერმო (3-5-1-1): კოლომბი - სტრუნა, გონსალესი,
ელ კაუტარი - რისპოლი (69. კუაიზონი), ჰილემარკი (46. ტრაკოვსკი), რიგონი, მატო (56. მარესკა), ლაზაარი - ვასკესი - ჯილარდინო
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, გაცოლა - მანიანელი, მისიროლი, ბიონდინი (78. დანკანი) - პოლიტანო (65. ბერარდი), სანსონე, ფლოკარი (73. დეფრელი)
გაფრთხილება: მისიროლი, ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, ბიონდინი, მანიანელი (სასუოლო)
გაძევება: რიგონი (85. პალერმო)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-10 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 25 000
სამპდორია-რომა 2:1
გოლები: 1:0 ედერი (50), 1:1 სალაჰი (69), 2:1 მანოლასი (85-ს. კ.)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - პერეირა, სილვესტრი (29. მოისანდერი), ზუკანოვიჩი, მესბა - სორიანო, ფერნანდო, ბარეტო - კორეა (60. ივანი) - მურიელი (78. კასანო), ედერი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, დე როსი, დინე - პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი (87. იტურბე) - იაგო (60. ჟერვინიო), სალაჰი (87. უჩანი), ჯეკო
გაფრთხილება: ედერი, ფერნანდო, კორეა, ბარეტო, მესბა, ზუკანოვიჩი - დე როსი, პიანიჩი, დინე
კუთხური: 4-18; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5-14 (4-8); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 30 000
24 სექტემბერი
ემპოლი-ატალანტა 22:45
ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია); 4 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ფაბიო კვალიარელა (ტორინო); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), ოსკარ ჰილემარკი (პალერმო).
მომდევნო ტური
26 სექტემბერი:
რომა-კარპი, ნაპოლი-იუვენტუსი.
27 სექტემბერი
ჯენოა-მილანი, ბოლონია-უდინეზე, ვერონა-ლაციო, სასუოლო-კიევო, ტორინო-პალერმო, ინტერი-ფიორენტინა.
28 სექტემბერი
ფროზინონე-ემპოლი, ატალანტა-სამპდორია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"