სერია A. VI ტური: "იუვენტუსი" ნეაპოლში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 სექტემბერს იტალიის სერია A-ს VI ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"რომამ" დებიუტანტი "კარპი" მიიღო და ფეხბურთის ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა - 5:1. "რომას" ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლისთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა და მე-13 ადგილზეა ჩემპიონატში, არადა, ჯერ ტურში მხოლოდ ორი მატჩია ნათამაშები. ალეგრის გუნდის კარში გოლები ლორენცო ინსინიემ და გონსალო იგუაინმა გაიტანეს. მარიო ლემინას გოლმა "ბებერ ქალბატონს" ვერ უშველა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-კარპი 5:1
გოლები: 1:0 მანოლასი (24), 2:0 პიანიჩი (28), 3:0 ჟერვინიო (31), 3:1 ბორიელო (34),
4:1 სალაჰი (51), 5:1 დინი (68)

ნაპოლი-იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 ინსინიე (26), 2:0 იგუაინი (62), 2:1 ლემინა (63)

1. ინტერი - 15 ქულა; 2. ფიორენტინა - 12; 3. რომა - 11; 4. სასუოლო - 11; 5. კიევო - 10.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული