ავარია ფეხბურთელს 28 სექტემბერს, საღამოს, თავისი "ფერარის" მართვისას შეემთხვა. ურუგვაელი არ დაშავებულა, თუმცა სისხლში ალკოჰოლის კვალი აღმოაჩნდა და ამიტომ მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
მიმდინარე სეზონში კასერესმა იტალიის ჩემპიონატის 2 მატჩში ითამაშა.