ჰონდას მომავალი "მილანში" ბუნდოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ფეხბურთელმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გააკრიტიკა. ჰონდას თქმით, მას არ ესმის იმ მწვრთნელის, ვინც გუნდის წარუმატებლობაში მოთამაშეებს ადანაშაულებს.
მიმდინარე სეზონში 29 წლის იაპონელმა სერია A-ში ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.