ნიკოლა კალინიჩი "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებმა არაერთი იტალიური გუნდი დააზარალა, რადგან ბევრი ფეხბურთელი დაშავდა, რომლებიც უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მაგალითად, ხორვატმა ნიკოლა კალინიჩმა მალტასთან პაექრობისას კუნთი გაიჭიმა და სერია A-ს მომდევნო ტურს გამოტოვებს. არადა, ამ უქმეებზე "ფიოორენტინა" "ნაპოლის" ეთამაშება და ეს მატჩი კოლოსალურ ინტერესს იწვევს.

27 წლის ფორვარდი "ფიორენტინას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მის არყოფნაში კი ფლორენციელთა მწვრთნელი პაულო სოუზა ხუმა ბაბაქარს დაეყრდნობა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება კალინიჩის გამოჯანმრთელებას.

ლაზარეთშია "ლაციოს" მცველი სტეფან დე ვრეი და ისეთი პირი უჩანს, რომ დიდხანს მოუწევს
უქმობა. 23 წლის ჰოლანდიელი მცველი დილემის წინაშეა - მას მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს და მეთოდური მკურნალობა შედეგს არ იძლევა.

დე ვრეის ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, რის შემდეგაც თვეების გამოტოვება მოუწევს, თუმცა პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს. დიდი ალბათობით, ეს ოპერაცია უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული