სერია A. VIII ტური: დე როსიმ 500-მატჩიანი იუბილე გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლი" "ოლიმპიკოზე" "რომასთან" 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ დანიელე დე როსიმ მე-500-ედ მოირგო "რომას" მაისური და მან იუბილე გოლის გატანით აღნიშნა. ეს მისი 52-ე გოლია "რომაში".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანს" უკვე სამი ტურია, არ მოუგია, გუნდი სტუმრად კარლოს ბაკას გოლით დაწინაურდა "ტორინოსთან", თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს - 1:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-ემპოლი 3:1
გოლები: 1:0 პიანიჩი (56), 2:0 დე როსი (59), 3:0 სალაჰი (69), 3:1 ბიუხელი (75)

ტორინო-მილანი 1:1
გოლები: 0:1 ბაკა (63), 1:1 ბასელი (73)

1. ფიორენტინა - 18 ქულა; 2. რომა - 17; 3. ინტერი - 16; 4. ლაციო - 15; ტორინო - 14.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული