ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლი" "ოლიმპიკოზე" "რომასთან" 1:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ დანიელე დე როსიმ მე-500-ედ მოირგო "რომას" მაისური და მან იუბილე გოლის გატანით აღნიშნა. ეს მისი 52-ე გოლია "რომაში".
"მილანს" უკვე სამი ტურია, არ მოუგია, გუნდი სტუმრად კარლოს ბაკას გოლით დაწინაურდა "ტორინოსთან", თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს - 1:1.
რომა-ემპოლი 3:1
გოლები: 1:0 პიანიჩი (56), 2:0 დე როსი (59), 3:0 სალაჰი (69), 3:1 ბიუხელი (75)
ტორინო-მილანი 1:1
1. ფიორენტინა - 18 ქულა; 2. რომა - 17; 3. ინტერი - 16; 4. ლაციო - 15; ტორინო - 14.