სინიშა მიხაილოვიჩს "მილანში" ულტიმატუმი წაუყენეს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურებმა სინიშა მიხაილოვიჩს ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც, გუნდმა ორი უახლოესი შეხვედრა უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სერბ სპეციალისტს პოსტის დატოვება მოუწევს.

ისე მოხდა, რომ ორ უახლოეს შეხვედრას "მილანი" საკუთარ არენაზე გამართავს: 25 ოქტომბერს "სასუოლოს", ხოლო 28 ოქტომბერს "კიევოს" წინააღმდეგ.

როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ამ ორ შეხვედრაში 6 ქულის აღება აუცილებელია და სხვა შედეგი არც კი განიხილება. მოკლედ, მიხაილოვიჩს წინ გადამწყვეტი თამაშები ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივეს ფრეს ითამაშებს
SATEROBELI
12:16 20-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული