კარლო ანჩელოტი: "ლივერპული" ჭორი იყო, "მილანი" - შეუძლებელი

AutoSharing Option
სანამ კარლო ანჩელოტი უსაქმოდაა, იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებთან ხშირად ურთიერთობს და ამა თუ იმ საკითხზე მოსაზრებებს აფიქსირებს. ამჯერად, საკუთარ წარსულსა და მომავალზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა სხვა თემებსაც გადაწვდა...

უბრალოდ, ჭორი
ბოლო პერიოდში, ხშირად წერდნენ ჩემი "ლივერპულში" შესაძლო დანიშვნის შესახებ, რაც არ მიკვირს, რადგან როდესაც რომელიმე ტოპ-კლუბი ახალ მწვრთნელს ეძებს, ყველა იმ სპეციალისტის გვარი სახელდება, რომლებიც უქმად არიან.

სინამდილეში, "ლივერპულიდან" არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, არც წინადადება მიმიღია. რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, ეს იყო ჭორები და მეტი არაფერი.

ვიმუშავებდი თუ არა "ლივერპულში"? -
შესანიშნავი გუნდია, ბრწყინვალე გულშემატკივრებით და ზოგადად, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

უარი პსჟ-ს და "მილანს"
გასულ ზაფხულს ორი კლუბის მესვეურებთან მქონდა საქმიანი შეხვედრა, თუმცა ეს უფრო მათდამი ჩემი პატივისცემით გახლდათ განპირობებული, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ შეთავაზებებზე უარის თქმა მომიწევდა.

4-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი უნდა გამევლო და ასეთ ვითარებაში, სრულფასოვნად ვერსად ვიმუშავებდი. ამიტომ მკურნალობა და დასვენება მყარად მქონდა გადაწყვეტილი. რაც შეეხება კლუბებს, ლაპარაკია პსჟ-სა და "მილანზე", სადაც ადრეც მიმუშავია და ბუნებრივია, რომ ამ გუნდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

"როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მართლაც საინტერესო წინადადება შემომთავაზა, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო მუშაობა.

არასდროს "ინტერში"
არის თუ არა გუნდი, სადაც არასდროს ვიმუშავებ? - დიახ, არის ასეთი გუნდი და ეს "ინტერია". არა იმიტომ, რომ "ნერაძურის" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ, ჩემი წარსული მავალდებულებს, რომ გარკვეული პრინციპები და სპორტული ეთიკა დავიცვა.

"მილანი" ჩემი გუნდია, იქ დაუვიწყარი წლები გავატარე და დღემდე "შავ-წითელთა" ქომაგი ვარ. ასეთ ფონზე კი "ინტერში" ჩემი მუშაობა გამორიცხულია. არის ფასეულობები, რომლებსაც პატივი უნდა სცე და "მილანი" ჩემთვის ეს ფასეულობაა.

ისევ საკლუბო ფეხბურთი
იტალიის ნაკრებში მუშაობის პერსპექტივა ძალიან მაცდურია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ ისევ საკლუბო ფეხბურთში მსურს საქმიანობა. ყოველდღიური მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს, ნაკრებში კი ამის საშუალება არ მომეცემა.

უამრავი იდეა მიტრიალებს თავში და მათი მოედანზე გადატანა მსურს, რისი საშუალებაც სწორედ კლუბში მექნება. შეიძლება თუ არა, რომ ზამთარშივე დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმიანობას? - გამორიცხული ნამდვილად არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი მწვრთნელი. მაურინიოს გარდა ვერავინ შეედრება
levan
15:17 21-10-2015
0
ამაზე მეტი ლიგა მოგებული ააქვს, რომელიმე მწვრთვნეელს???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული