სერია A. IX ტურის წინ: ლიდერები ტოსკანაში

AutoSharing Option
მართალია, მე-9 ტურში დიდ იტალიურ დერბის ვერ ვიხილავთ, მაგრამ სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ფლორენციაში არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება. "ფიორენტინა" "რომას" უმასპინძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერები წარსდგებიან...

ფიორენტინა-რომა
"არტემიო ფრანკიზე" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე 6 ქულა დევს.

გამარჯვების შემთხვევაში, "ფიორენტინა" განიმტკიცებს ლიდერობას და თუ "რომამ" მოიპოვა სამი ქულა, მაში სწორედ რუდი გარსიას გუნდი მოექცევა ცხრილს სათავეში. თუ მატჩი ფრედ დასრულდა, "ინტერს" ექნება გაპირველების შანსი. მოკლედ, სატურნირო ცხრილში დიდი ჩახლართულობაა და ეს მხოლოდ
ამძაფრებს ლიდერთა ჯახის მოლოდინს.

საგულისხმოა, რომ ამ პრინციპულ დაპირისპირებას ორივე გუნდი განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდება. რუდი გარსიას და პაულო სოუზას ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "ფიორენტინას" შეტევაში ბორხა ვალერო, იოსიპ ილიჩიჩი და ნიკოლა კალინიჩი ეყოლება, "რომა" კი შემდეგი ოთხეულიოთ შეუტევს: ალესანდრო ფლორენცი, მოჰამედ სალაჰი, იაგო ფალკე და ჟერვინიო.

ბურთის კონტროლი და პირველ ნომრად თამაში ორივე გუნდს უყვარს და წესით, მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში უნდა გაჩაღდეს. მწვრთნელებს არც დაუმალავთ, რომ შემტევ ფეხბურთზე გააკეთებენ აქცენტს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ბლაშიკოვსკი, ვესინო, ბადელი, ალონსო - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი - კალინიჩი
რომა (4-2-3-1): შჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, კასტანი, დინე - პიანიჩი, დე როსი - ფლორენცი, სალაჰი, იაგო - ჟერვინიო

პოგბას თამადობით
"ინტერს" მოგება დაუძველდა, ბოლო სამ თამაშში მხოლოდ ორი ქულას აქვს აღებული და ნავსის გატეხვას "პალერმოსთან" შეეცდება. თუმცა, სიცილიაში გამარჯვება რომ იოლი არაა, ესეც კარგად ვიცით.

"იუვენტუსი" "ატალანტას" მიიღებს და ამ პაექობაში უდაო ფავორიტადაც ითვლება. მასიმილიანო ალეგრი პაულო დიბალას და ალვარო მორატას დააყენებს შეტევაში, ნახევარდაცვაში კი ნაცად ხუთეულს დაეყრდნობა პოლ პოგბას თამადობით.

სინიშას ბოლო შანსი?
"მილანი" "სასუოლოს" უმასპინძლებს და საგულისხმოა, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ნერივერდეს" აქვს. მოკლედ, შავ დღეში მყოფი "მილანი" უხერხულ მეტოქეს ხვდება და შესაძლოა, ამ მატჩმა სინიშა მიხაილოვიჩის პოსტი შეიწიროს.

"ლაციო" "ტორინოს" მიიღებს, "ნაპოლი" კი "კიევოს" ესტუმრება - ეს მატჩებიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სერია A. IX ტური
შაბათი. 24 ოქტომბერი
ემპოლი-ჯენოა 17:00
დისკვალიფიკაცია: საპონარა - ჯემაილი
ტრავმა: მჭედლიძე, კოშიჩი, დერმაკუ, კროჩე (ემპოლი)
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=7-6, (14-17)

კარპი-ბოლონია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვილჩეკი, მარტინიო, ინიგუესი, პაშუტი - ძუკულინი, ჯაკერინი, აკვაფრესკა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (3-4)

პალერმო-ინტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, ჯორჯევიჩი - დოდო, ლიაიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +3=7-11, (28-44)

კვირა. 25 ოქტომბერი
სამპდორია-ვერონა 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოდა, ხრისტოდოლოპულოსი, კრსტიჩიჩი, სილვესტრი, მესბა, ბარეტო - ფარესი, ტონი, რომულო, ვივიანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=6-1, (21-10)

მილანი-სასუოლო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მენეზი, ნიანგი, ბალოტელი, ბერტოლაჩი - ანტეი, დანკანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=0-3, (10-11)

იუვენტუსი-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბინიო, კასერესი, ლიხტშტაინერი - ესტიგარიბია
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +24=6-2, (67-24)

უდინეზე-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გილიერმე, მერკელი, საპატა, ერტო, კონე, პასკუალე - პავლოვიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ფიორენტინა-რომა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟილბერტო, ბაკიჩი - კაპრადოსი, კეიტა
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +8=12-26, (49-74)

ლაციო-ტორინო 21:00
დისკვალიფიკაცია: კატალდი (ლაციო)
ტრავმა: დე ვრი, ბილია, ჯორჯევიჩი, პაროლო - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, პერესი, იანსონი, ობი, აველარი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +12=9-6, (43-26)

კიევო-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მერტენსი (ნაპოლი)
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=2-10, (19-26)

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 5 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), დანიელე ბაზელი (ტორინო), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული