სერია A. X ტურის წინ: ტური, რომელიც ბევრს შეცვლის

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-10 ტურში წყვილები ისე დალაგდა, რომ რომელიმე მატჩის ცენტრალურად შერაცხვა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ყველა თამაში თანაბრად დიდ ინტერესს იწვევს და შუა კვირის ბატალიები სატურნირო ცხრილში, ალბათ, ბევრ ცვლილებას შეიტანს.

ლიდერები შინ
"რომა" "სტადიო ოლიმპიკოზე" "უდინეზეს" დაუხვდება, ხოლო "ნაპოლი" "სტადიო სან პაოლოზე" "პალერმოს" მიიღებს. ეს ის მატჩებია, რომლებშიც ფავორიტები გამოკვეთილია, რადგან სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები საკუთარ კედლებში შედარებით სუსტ მეტოქეებს ხვდებიან.

მოკლედ, "ნაპოლისა" და "რომას" გულშემატკივრები უპირობო გამარჯვებას ელიან, თუმცა სერია A-ში რომ სენსაციები
ხშირად ხდება, ეს ყველამ კარგად ვიცით.

"რომას" დანიელე დე როსი და მოჰამედ სალაჰი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება, ფრანჩესკო ტოტის კი ტრავმა აქვს. მოკლედ, რუდი გარსია დანაკლისით ხვდება მოახლოებულ პაექრობას, მაგრამ რეზერვშიც ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა ნამდვილად არ გაუჭირდება.

დე როსის შუახაზში ვილიამ ვანკური შეცვლის, შეტევის წინა ხაზზე კი იაგო ფალკეს, ჟერვინიოს და ედინ ჯეკოს ვიხილავთ. "რომას" კარგი ტემპი აქვს აკრეფილი და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა წარმატებული სვლა.

პროგრესის გზაზეა "ნაპოლიც", რომელსაც ანალოგიური ამოცანა აქვს და "პალერმოს" პირველივე წუთებიდან შეუტევს. მაურიციო სარი 4-3-3 ტაქტიკას სწყალობს, შეტევაში კი - ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონის და გონსალო იგუაინის ტრიოს.

რთული გასვლები
იტალიაში იოლი გასვლითი მატჩი, პრაქტიკულად, არ არსებობს და ამიტომ "ფიორენტინას", "ლაციოს" და "იუვენტუსს" დიდი ჯაფა დაადგებათ.

ფლორენციელებს მოგება დაუძველდათ და მიზნის მიღწევას ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვერონასთან" შეეცდებიან. პაულო სოუზამ შეგირდები გაამხნევა და განაცხადა, რომ მთავარი თამაშის ხარისხია, ამ მხრივ კი, "ფიორენტინა" საუკეთესოა იტალიაში, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. ილიჩიჩი, ბორხა ვალერო და კალინიჩი - ეს ის ტრიოა, რომელიც ვერონელთა დაცვის გარღვევას შეეცდება.

"ლაციო" ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ ეს გუნდი ჯიუტად იგებს თამაშებს და ლიდერთა მარაქაშია გარეული. სტეფანო პიოლის გუნდი "ატალანტას" სტუმრობს, ბერგამოდან სამი ქულის წამოღება კი, ტრადიციულად, მძიმე საქმეა.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მიროსლავ კლოზე და ფილიპ ჯორჯევიჩი თადარიგში დარჩებიან, ძირითად შემადგენლობაში კი ალესანდრო მატრის ვიხილავთ. ვნახოთ, როგორ გაამართლებს მატრი გაცემულ ავანსებს და გაგრძელდება თუ არა "ბიანკოჩელესტეს" წარმატებული სვლა...

"იუვენტუსი" "სასუოლოს" სტუმრობს, გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და შესაბამისად, ტურინულ გრანდს კარგა გვარიანად უსწრებს. აქეთ დომენიკო ბერარდი და კომპანია, იქით კი პაულო დიბალას და ალვარო მორატას შემტევი ტანდემი - წესით, აქაც კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს...

27 ოქტომბერი
ბოლონია-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 იკარდი (67)
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - ფერარი, გასტალდელო, როსეტინი, მაზინა - დიავარა, ტაიდერი, ჯაკერინი (71. ბრიენცა) - რიცო (81. დესტრო), მონიერი, მანკოზუ (81. ფალკო)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, მირანდა, ჟუანი - ბროზოვიჩი, მელო, კონდოგბია - პერიშიჩი (74. გუარინი), ლიაიჩი (88. პალასიო), იკარდი (82. ბიაბიანი)
გაფრთხილება: როსეტინი - კონდოგბია
გაძევება: მელო (60)
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5-9 (3-6); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 28 000

ოთხშაბათი. 28 ოქტომბერი
მილანი-კიევო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მენეზი, ნიანგი, ბალოტელი - მატიელო, ჰეტემაი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +19=5-2, (47-16)

ატალანტა-ლაციო 23:45
დისკვალიფიკაცია: ტოლოი (ატალანტა)
ტრავმა: ესტიგარიბია - დე ვრი, პაროლო, კეიტა, რადუ, მაურისიო
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +8=8-17, (26-45)

ფროზინონე-კარპი 23:45
დისკვალიფიკაცია: ლოლო (კარპი)
ტრავმა: პავლოვიჩი - მარტინიო, ინიგუესი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (1-0)

ვერონა-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალფრედსონი, ფარესი, ტონი, რომულო, ვივიანი, ალბერტაცი, ვინჩკი - ჟილბერტო, ბაკიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=2-9, (18-27)

რომა-უდინეზე 23:45
დისკვალიფიკაცია: დე როსი, სალაჰი (რომა)
ტრავმა: კაპრადოსი, კეიტა, ტოტი - გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე, რომო
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +22=10-14, (74-59)

ნაპოლი-პალერმო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, ჯურჯევიჩი (პალერმო)
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=5-7, (29-26)

სასუოლო-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: კონსილი (სასუოლო)
ტრავმა: ანტეი - რუბინიო, ლიხტშტაინერი, კასერესი, პერეირა, ასამოა
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=1-3, (2-9)

ტორინო-ჯენოა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, იანსონი, ობი, აველარი, გაცი - პანდევი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=9-8, (26-31)

ხუთშაბათი. 29 ოქტომბერი
სამპდორია-ემპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოდა, ხრისტოდოლოპულოსი, კრსტიჩიჩი, მესბა - მჭედლიძე, კოშიჩი, კროჩე
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +11=4-9, (30-23)

ბომბარდირები: 7 - მარტინს ედერი (სამპდორია), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 5 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული