სერია A. XI ტური: "ფიორენტინა" და "ინტერი" დაწინაურდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
* რობერტო დინადონის თავკაცობით, "ბოლონიამ" პირველი მატჩი გამართა და 3:0 გაიმარჯვა.

* "იუვენტუსის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ მორიგი ტრავმა მიიღო, დეტალური გამოკვლევის შედეგები კი მალე გახდება ცნობილი.

* გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ "იუვენტუსის" მცველმა შტეფან ლიხტშტაინერმა ვარჯიში განაახლა.

შაბათს ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა: "იუვენტუს არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ტურინული დერბი იხილეს, ხოლო მილანში "ინტერი" "რომას" დაუხვდა. კვირას რომში "ლაციო" "მილანს" ეპაექრა, ტური კი დღეს დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება...

ტურინული დერბი
"იუვენტუსი"-"ტორინოს" დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მთლიანობაში კი მეტად დაძაბული და დრამატული
მატჩი ვიხილეთ. თამაშის ბედი ხუან კუადრადოს მიერ 93-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, იქამდე კი ორი ულამაზესი გოლი ვიხილეთ.

მატჩის მე-19 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პოლ პოგბამ დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" "გაჭედა". გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, მაგრამ არანაკლები შეაგდო ჩეზარე ბოვომ, რომელმაც საჯარიმო დარტყმით ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, მაგრამ დამატებაზე ივარგა და მეორე ცდაზე ჯიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა.

რაც შეეხება კუადრადოს გადამწყვეტ გოლს, მარცხენა ფრთიდან გაკეთებული დაბალი გადაცემის შემდეგ კოლუმბიელმა შორეული ძელი ჩაკეტა და მცველთან ჭიდილში ბურთი კარში შეაგორა - 2:1. "იუვემ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში, თუმცა თამაშით დიდად ვერ დაჯაბნა მეტოქე.

მატჩის შემდეგ "იუვეს" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა: "ძალიან საჭირო ქულები ავიღეთ და შედარებით გავიუმჯობესეთ სატურნირო ვითარება. თუმცა ლიდერებამდე ჯერ შორია და თუ სკუდეტოსთვის გვსურს ბრძოლა, დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ. თანაბარი თამაში იყო და უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, ფორტუნამაც გაგვიღიმა. თუმცა ჩემი შეგირდები მხოლოდ ქებას იმსახურებენ, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოვიპოვეთ".
Sportall.Ge

მთავარი ჯახი
ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც "ინტერმა" "რომას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გარი მედელმა გაიტანა. გოლი მართლაც შესანიშნავი გამოვიდა - მედელმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა.

მთელი თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და როგორც "რომას" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ისე "ინტერს" სხვაობის გაზრდა. მილანელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა "ინტერის" კარი და ერთხელ ფენომენალური რეაქცია გამოავლინა. ისიც ვთქვათ, რომ 73-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "რომა" კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრის დასკვნით ფაზაში "ინტერს" საქმე მკვეთრად გაუადვილა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ რობერტო მანჩინიმ მოულოდნელად მაურო იკარდი დატოვა თადარიგში და შეტევაში ბალკანური ტრიო გაამწესა. "ინტერმა" მოიგო, გადაასწრო "რომას" და "ფიორენტინასთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

რობერტო მანჩინი (ინტერი): "ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. რატომ დავტოვე თადარიგში იკარდი? - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გვჭირდებოდა, რომლებიც ფლანგიდანაც აქტიურად შეუტევდნენ და საჭირო მომენტში ბურთსაც დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა, იკარდი კი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება".

რუდი გარსია (რომა): "მთავარი ტაბლოა, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ კარგად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, მარცხს არ ვიმსახურებდით. ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, გავაგრძელოთ შრომა და შედეგი აუცილებლად იქნება. ლიდერთა შორის ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ, სამირ ჰანდანოვიჩი იყო და ამით ყველაფერია ნათქვამი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი ამოსუნთქვით
"ფიორენტინამ" "ფროზინონეს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა - 4:1. ფლორენციელები პირველ ტაიმში უკვე 4:0-ს უგებდნენ მეტოქეს და შესაბამისად, მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. "ვიოლას" მწვრთნელი პაულო სოუზა განაგრძობს შემადგენლობის როტაციას და ჯერჯერობით, მისი ეს მეთოდი ამართლებს - ამჯერად, სოუზამ შემადგენლობა გადაახალისა, რამაც გაამართლა და შედეგად, "ფიორენტინა" კვლავაც ცხრილის სათავეშია.

"ნაპოლიმ" "ჯენოას" ვერ გაუტანა გოლი, არც თვითონ გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა, რაც ასეთ მძაფრ კონკურენციაში მარცხის ტოლფასია. ცნობილი ამბავია, რომ თუ სერია A-ში ტიტულისთვის ბრძოლა გსურს, სწორედ ასეთი თამაშების მოგება უნდა ისწავლო, თუმცა ნეაპოლელებს ჯერ მაინც არ ჰყოფნით სტაბილურობა.

მაურიციო სარის გუნდი ლიდერთა მარაქაშია და მიუხედავად დაკარგული ქულებისა, რჩება სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად.

XI ტური

31 ოქტომბერი
იუვენტუსი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (19), 1:1 ბოვო (51), 2:1 კუადრადო (90)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - ხედირა (11. კუადრადო), მარკიზიო, პოგბა - ერნანესი - დიბალა (87. სანდრო), მორატა (78. მანჯუკიჩი)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი, ასკუა, ბაზელი (65. ბენასი), მოლინარო (61. ძაპაკოსტა) - მაქსი ლოპესი (88. ბელოტი), კვალიარელა
გაფრთხილება: მორატა, პოგბა - ასკუა, ბოვო, ბაზელი, ძაპაკოსტა, პერესი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 12-9 (4-6); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 41 000

ინტერი-რომა 1:0
გოლი: 1:0 მედელი (31)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (79. რანოკია), მირანდა, მურილიო, ნაგატომო - ბროზოვიჩი, მედელი (51. კონდოგბია), გუარინი - პერიშიჩი, ლიაიჩი, იოვეტიჩი (65. პალასიო)
რომა (4-3-3): სჩესნი - მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ფლორენცი (64. იაგო), პიანიჩი, ნაინგოლანი - ჟერვინიო (84. იტურბე), სალაჰი, ჯეკო (77. ვანკური)
გაფრთხილება: გუარინი, ჰანდანოვიჩი, ლიაიჩი, პალასიო - დინე
გაძევება: პიანიჩი (73. რომა)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-13 (2-5); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 75 000

1 ნოემბერი
ფიორენტინა-ფროზინონე 4:1
გოლები: 1:0 რებიჩი (24), 2:0 გონსალო (29), 3:0 ბაბაქარი (31-პენ.), 4:0 სუარესი (43), 4:1 ფრარა (87)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ (71. ლეძენინი) - რონკალია (59. როსი), გონსალო, ტომოვიჩი - რებიჩი, ბადელი, სუარესი, პასკუალი - ფერნანდესი, ბორხა ვალერო - ბაბაქარი (46. ვერდუ)
ფროზინონე (4-4-1-1): საპინო - მ. ჩოფანი, დიაკიტე, ბერტონჩინი, კრიველო - პაგანინი, ჩიბსა (62. კარლინი), სამარკო (75. გუჩერი), ფრარა - ვერდე - დ. ჩოფანი (61. ლონგო)
გაფრთხილება: პაგანინი (ფროზინონე)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 21-6 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 15 000

ბოლონია-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0 ჯაკერინი (52), 2:0 დესტრო (58), 3:0 ბრიენცა (85)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ფერარი (46. მატიელო), გასტალდელო, როსეტინი, მასინა - ტაიდერი, დიავარა, დონსა (61. ბრიენცა) - მონიერი (80. რიცო), ჯაკერინი, დესტრო
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო (46. ტოლოი), სტენდარდო, პალეტა, ბელინი - კარმონა, დე რუნი, კურტიჩი (61. მორალესი) - დალესანდრო, გომესი, დენისი (58. პინილია)
გაფრთხილება: ტალები, ფერარი, გასტალდელო, ჯაკერინი, მასინა - კურტიჩი, კარმონა, პინილია
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 23-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-6 (5-2); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 000

კარპი-ვერონა 0:0
კარპი (4-3-3): ბელეჩი - ძაკარდო, სპოლი (57. ბუბნიჩი), რომანიოლი, სილვა - ბიანკო, მარონე, ლაზაარი (86. კოფიე) - ლაზანია (75. ვილჩეკი), მატოსი, დი გაუდიო
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი (59. ელანდერი), მორასი, სუპრაიენი - იონიცა (85. მათუზალემი), ალფრედსონი, გრეკო - სალა (79. სილიგარდი), ტალები, პაცინი
გაფრთხილება: მარონე, რომანიოლი - ალფრედსონი, პიზანო, მორასი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-8 (6-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 15 000

ჯენოა-ნაპოლი 0:0
ჯენოა (3-4-3): პერინი - მუნიოსი (35. იცო), ბურდისო, ანსალდი - ფიგუეირასი, ჯემაილი (45. ნიჩამი), კოსტა, რინკონი (72. სისოხო) - ლაქსალტი, პეროტი, პავოლეტი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (82. დავიდ ლოპესი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - მერტენსი (57. ინსინიე), კალეხონი (67. გაბიადინი), იგუაინი
გაფრთხილება: იცო, ნიჩამი, კოსტა - გაბიადინი, დავიდ ლოპესი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 7-14 (1-8); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 25 000

უდინეზე-სასუოლო 0:0
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე, ვაგუე, დანილო - ედენილსონი, ბადუ, ლოდი, ფერნანდესი, ალი ადნანი (67. ვიდმერი) - ტერო (74. აგუირე), დი ნატალე (67. პერიცა)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, ტერანოვა (80. არიაუდო), ლონგი (63. გაცოლა) - ბიონდინი, დანკანი, მისიროლი - დეფრელი, ბერარდი, ფლორო ფლორესი (57. პოლიტანო)
გაფრთხილება: დანილო - მისიროლი, ბიონდინი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-6 (2-2); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 18 000

ლაციო-მილანი 1:3
გოლები: 0:1 ბერტოლაჩი (25), 0:2 მექსე (53), 0:3 ბაკა (79), 1:3 კიშნა (84)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი - ონაზი (46. კატალდი), ბილია - კანდრევა (63. კიშნა), სავიჩი (71. მატრი), ანდერსონი - კლოზე
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო, ალექსი (51. მექსე), რომანიოლი, ანტონელი - კუცკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი (35. პოლი) - ჩერჩი (81. ჰონდა), ბონავენტურა, ბაკა
გაფრთხილება: ბასტა, ჯენტილეტი - რომანიოლი, ბონავენტურა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-7 (4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2 ნოემბერი
კიევო-სამპდორია 22:00
პალერმო-ემპოლი 00:00

ბომბარდირები: 8 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მარტინს ედერი (სამპდორია); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი); 5 - მირალემ პიანიჩი (რომა), ჟერვინიო (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა)

მომდევნო ტური
7 ნოემბერი:
ვერონა-ბოლონია, მილანი-ატალანტა;

8 ნოემბერი:
ტორინო-ინტერი, ემპოლი-იუვენტუსი, ფროზინონე-ჯენოა, პალერმო-კიევო, რომა-ლაციო, სასუოლო-კარპი, ნაპოლი-უდინეზე, სამპდორია-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული