სერია A. XII ტური: დერბი ულტრასების გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
* "რომას" და "ლაციოს" ულტრასებმა რომაულ დერბის ბოიკოტი გამოუცხადეს.

* "ინტერის" ნახევარმცველმა ჟოფრეი კონდოგბიამ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.

* რობერტო დონადონის თავკაცობით, "ბოლონიამ" მიჯრით მე-2 მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც რომაული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "დერბი დელა კაპიტალე" "რომას" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა და მიმოხილვის დიდი ნაწილიც ამ მატჩს დაეთმობა.

ულტრასების გარეშე
რომაულ დერბის აშკარად დააკლდა ფრანჩესკო ტოტი, ასევე, დანიელე დე როსი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ ყველაზე მეტად ამ მატჩს მაინც
ულტრასები დააკლდნენ.

მატჩის წინ "რომას" და "ლაციოს" გულშემატკივრებმა პირი შეკრეს და რომაულ დერბის ბოიკოტი გამოუცხადეს. ულტრასები თამაშისწინა ვარჯიშს დაესწრნენ, მატჩის დღეს კი გუნდები სტადიონთან მიაცილეს, თუმცა შიგნით აღარ შესულან.

საქმე ისაა, რომ გულშემატკივრები რომაული დერბის გარშემო უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულ სიმკაცრეს აპროტესტებენ - უკვე წლებია, რაც სწორედ უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმებიდან გამომდინარე, "დერბი დელა კაპიტალე" არა გვიან საღამოს, არამედ შუადღისას იმართება.

ამასთან, გუნდების გულშემატკივრებს ერთმანეთისგან არა მარტო კარაბინიერები ყოფენ, არამედ ცარიელი სკამების რამდენიმე რიგიც - შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, რაც რომაულ დერბიზე იმაზე ნაკლები ბილეთი იყიდება, ვიდრე "სტადიო ოლიმპიკო" იტევს.

ის, რომ იტალიაში ტრიბუნებზე პეტარდების სროლა აკრძალულია, ეს ძველი ამბავია და დიდი ხანია, ულტრასთა პროტესტს იწვევს. მოკლედ, ყველაფერი ერთად დაგროვდა და კვირას გამართულმა დერბიმ ულტრასების გარეშე ჩაიარა, რამაც აშკარად გააფერმკრთალა მოვლენა, რომელსაც რომაული დერბი ჰქვია.

თვითონ თამაში "რომას" უპირატესობით წარიმართა და ამ გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:0. პირველი გოლი ედინ ჯეკომ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანით გაიტანა, მეორე გოლი კი ჟერვინიოს ანგარიშზეა, რომელმაც რაჯა ნაინგოლანის გრძელი გადაცემა კარგად მიიღო, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პირველი გოლი არბიტრის მცდარ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რადგან "ლაციოს" მცველმა თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვია და თერთმეტმეტრიანის მაგივრად იქ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. მოკლედ, "ლაციო" დაიჩაგრა, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ მთლიანობაში, "რომა" სჯობდა მეტოქეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერის" მორიგი გამარჯვება
"ინტერი" "ტორინოს" ესტუმრა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ჟოფრეი კონდოგბიამ პირველი ტაიმის შუაწელს გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კონდოგბიამ პირველი გოლი შეაგდო სერია A-ში.

რობერტო მანჩინიმ კიდევ ერთხელ შეცვალა ტაქტიკა და გუნდი 3-5-2 სქემით ათამაშა. გამოსარჩევია საყრდენი ხაზი, სადაც ფელიპე მელო, ჟოფრეი კონდოგბია და გარი მედელი ერთად ვიხილეთ. მოკლედ, მანჩინიმ ცენტრი ჩააბეტონა და ამან გამოიღო კიდეც შედეგი - "ტორინოს" ძალიან უჭირდა ბურთის დაჭერა და შესაბამისად, აზრიანი შეტევების განხორციელება. შედეგად, "ინტერმა" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ მანჩინიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ახალმა ტაქტიკამ გაამართლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრაშიც 3-5-2 სქემას დავეყრდნობი. მაგალითად, ამ ტაქტიკით რომ "რომასთან" გვეთამაშა, მინიმუმ, სამი ბურთის სხვაობით წავაგებდით. დღეს ცენტრის გაკონტროლება იყო საჭირო და ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა.

იკარდის უგოლო სერია? - ის საუკეთესო ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. გამიკვირდა, რომ მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაამატა - ასეთ რამეს "ოლდ ტრაფორდზეც" ვერ ნახავთ, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მინიმალური სხვაობით მარცხდება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სკოლის მოსწავლე ისევ გვაოცებს
მიჯრით მოგებული 3 მატჩის შემდეგ "მილანმა" ისევ დაყვინთა და საკუთარ მოედანზე "ატალანტას" გოლი ვერ გაუტანა. ერთი ეგაა, რომ არც გაუშვა და შესაბამისად, ერთი ქულა აიღო. ამ ქულას მილანელები ჯანლუიჯი დონარუმას უნდა უმადლოდნენ, რომელიც 16 წლისაა და აგერ, უკვე მეოთხე თამაშს ატარებს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში.

დონარუმამ არაერთხელ გადაარჩინა "მილანი" გაშვებული გოლისგან და ბრწყინვალე რეაქციები გამოავლინა. დიახ, თამაში "ატალანტას" უპირატესობით წარიმართა და მეკარეს, რომელიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, ბევრი საქმე ჰქონდა.

"იუვენტუსი" "ემპოლის" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდა, დამაჯერებლად მოიგო, 3:1. მასიმილიანო ალეგრიმ შემტევი ტაქტიკა-სტრატეგია აირჩია, რამაც აშკარად გაამართლა.

საგულისხმოა, რომ "იუვეს" მწვრთნელმა თადარიგში დატოვა ჯორჯო კიელინი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში უხეშად შეცდა და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" გოლი აჩუქა; დაცვის ცენტრში კი ლეო ბონუჩისთან ერთად ანდრეა ბარძალი ვიხილეთ. საინტერესოა, კიელინის დასვენების საშუალება მიეცა თუ ალეგრი მას უკვე თადარიგში მოიაზრებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" ერთადერთი გოლის წყალობით "უდინეზე" დაამარცხა, შედეგიანი დარტყმა კი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა. ნეაპოლელები ფლობდნენ უპირატესობას და მეტის გატანაც შეეძლოთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლოს, "სასუოლოზეც" ვთქვათ ორი სიტყვა, რომელმაც "კარპის" უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს უკვე 22 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და უკან ისეთი გუნდები ჰყავს მოტოვებული, როგორებიც "იუვენტუსი", "მილანი" და "ლაციო" არიან.

XII ტური
7 ნოემბერი
ვერონა-ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (6), 0:2 დონსა (14)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო (59. სილიგარდი), ელანდერი, მორასი, სუპრაიენი (79. მათუზალემი) - სალა, ალფრედსონი, გრეკო - იანკოვიჩი (67. იონიცა), ტალები, პაცინი
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ბრიენცა (62. ბრიგი), დიავარა, დონსა (77. ტაიდერი) - რიცო, ჯაკერინი (72. მუნიერი), დესტრო
გაფრთხილება: პაცინი - დონსა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-5 (4-2); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 20 000

მილანი-ატალანტა 0:0
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო (46. კალაბრია), მექსე, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა (64. ლუის ადრიანო), მონტოლივო, პოლი - ჩერჩი, ნიანგი (73. ჰონდა), ბაკა
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - რაიმონდი, ტოლოი, პალეტა, დრამე (20. ბელინი) - გრასი (72. კარმონა), დე რუნი, ჩიგარინი - მორალესი, გომესი, პინილია (90. დენისი)
გაფრთხილება: მექსე, დე შილიო, ბაკა, კალაბრია - ჩიგარინი, გომესი, პინილია, კარმონა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-12 (4-4); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 45 000

8 ნოემბერი
ტორინო-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 კონდოგბია (31)
ტორინო (3-5-2): პადელი - სილვა, გლიკი, მორეტი - პერესი (78. ძაპაკოსტა), ვივესი, ბენასი, ბაზელი (82. ამაური), მოლინარო - კვალიარელა, ბელოტი (63. მაქსი ლოპესი)
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - მურილიო (90. რანოკია), მირანდა, ჟუანი - დამბროზიო, მელო, მედელი, კონდოგბია, ნაგატომო - პალასიო (76. ლიაიჩი), იკარდი (67. პერიშიჩი)
გაფრთხილება: გლიკი, პერესი - მედელი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 13-5 (7-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 000

ემპოლი-იუვენტუსი 1:3
გოლები: 1:0 მაკარონე (19), 1:1 მანჯუკიჩი (32), 1:2 ევრა (38), 1:3 დიბალა (84)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი (86. ბუჩელი), მაიელო (58. ელ ჰაჯი), პარედესი (68. კრუნიჩი) - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი (86. პადოინი), ბარძალი, ბონუჩი, ევრა - ხედირა, მარკიზიო, პოგბა - კუადრადო (68. კიელინი), მორატა (68. დიბალა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: მარიო რუი, კრუნიჩი - ბუფონი, მარკიზიო, მორატა
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-10 (4-3); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 18 000

ფროზინონე-ჯენოა 2:2
გოლები: 0:1 პავოლეტი (6), 1:1 ბლანკარდი (31), 2:1 დიაკიტე (38), 2:2 გაპკე (75)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, დიაკიტე, ბლანკარდი, კრიველო - პაგანინი (90. ტონევი), ჩიბსა (10. გორი), გუჩერი (89. ლონგო), სოდიმო - დიონისი, დ. ჩოფანი
ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, ანსალდი - ფიგუეირასი, კოსტა (61. გაპკე), რინკონი, ლაქსალტი - ლაზოვიჩი (79. პანაიოტისი), პეროტი (84. იძო), პავოლეტი
გაფრთხილება: ბლანკარდი, დიონისი - ბურდისო, ფიგუეირასი, კოსტა
გაძევება: დე მაიო (36. ჯენოა)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-8 (6-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 15 000

პალერმო-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ჯილარდინო (71)
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - ვიტიელო (59. რისპოლი), გონსალესი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი (35. დაპრელა) - ჰილემარკი, მარესკა, ჩოჩევი - კუაიზონი (81. გოლდანიგა), ვასკესი - ჯილარდინო
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი (46. დაინელი), გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (75. პეპე) - ინგლეზე (72. პელისიერი), პალოსკი
გაფრთხილება: ვასკესი, ჯილარდინო, დაპრელა, გოლდანიგა - ცეზარი, გობი, რადოვანოვიჩი
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 13-13 (4-7); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 18 000

რომა-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 ჯეკო (10-პენ.), 2:0 ჟერვინიო (62)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, ვანკური (73. კეიტა) - იაგო, სალაჰი (58. ფლორენცი), ჟერვინიო (81. იტურბე) - ჯეკო
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ (67. კეიტა) - პაროლო, ბილია, ლულიჩი - კანდრევა (82. მატრი), ანდერსონი, ჯორჯევიჩი (62. კლოზე)
გაფრთხილება: დინე, რუდიგერი, ვანკური - რადუ, ჯენტილეტი, ბილია, ანდერსონი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 8-5 (2-1); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 45 000

სასუოლო-კარპი 1:0
გოლი: 1:0 სანსონე (28)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო (69. გაცოლა), აჩერბი, არიაუდო, პელუზო - პელეგრინი (64. ბიონდინი), მანიანელი, მისიროლი - სანსონე, ბერარდი, ფალჩინელი (67. დეფრელი)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო (77. ვოლასი), გალიოლო, რომანიოლი, სილვა - ლეტიცია, მარონე (61. დი გაუდიო), ბიანკო, პაშუტი (66. მატოსი) - ლოლო - ლაზანია
გაფრთხილება: კონსილი, პელეგრინი, ფალჩინელი, ბიონდინი - ძაკარდო, მარონე, ლოლო, დი გაუდიო, ვოლასი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 5-5 (2-2); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 იგუაინი (53)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (68. მერტენსი), კალეხონი (78. ელ ქადური), იგუაინი (83. გაბიადინი)
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - ფელიპე (52. პირისი), ვაგუე, დანილო - ვიდმერი, ედენილსონი, ბადუ, ლოდი, იტურა (70. ალი ადნანი) - ფერნანდესი (57. აგუირე) - ტერო
გაფრთხილება: ალბიოლი, კულიბალი, ელ ქადური - ფელიპე, ვაგუე, პირისი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 13-4 (8-2); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 45 000

სამპდორია-ფიორენტინა 0:2
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (10-პენ.), 0:2 კალინიჩი (58)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, ზუკანოვიჩი, პერეირა (46. მესბა) - სორიანო (80. კასანო), ფერნანდო, ბარეტო (65. ივანი) - კარბონერო, ედერი, მურიელი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ბადელი (74. სუარესი), ვესინო, პასკუალი (66. კასანო) - ილიჩიჩი (82. ფერნანდესი), ბორხა ვალერო - კალინიჩი
გაფრთხილება: ზუკანოვიჩი, სორიანო, ედერი - გონსალო, ბადელი, ვესინო
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 23-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 4-15 (3-7); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 25 000

ბომბარდირები: 9 - მარტინს ედერი (სამპდორია), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 7 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა); 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (რომა), მირალემ პიანიჩი (რომა).

მომდევნო ტური
21 ნოემბერი:
ბოლონია-რომა, იუვენტუსი-მილანი;

22 ნოემბერი:
უდინეზე-სამპდორია, ატალანტა-ტორინო, კარპი-კიევო, ფიორენტინა-ემპოლი, ჯენოა-სასუოლო, ვერონა-ნაპოლი, ლაციო-პალერმო, ინტერი-ფროზინონე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული