"ცნობილ ფეხბურთელად სერია A-ში ასპარეზობისას ვიქეცი.
იტალიაში 2004-დან 2012 წლამდე ვცხოვრობდი. ჩემპიონობა სამ დიდებულ იტალიურ გუნდთან ერთად მოვიპოვე: ტურინის "იუვენტუსთან", მილანის "ინტერთან" და "მილანთან". საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი და სეზონის ფეხბურთელადაც დამასახელეს.
ჩემთვის სერია A ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი იქნება. ამას გარდა, იტალიაში ფორვარდისთვის რთულია თამაში, რამდენადაც გუნდთა უმეტესობა, პირველ რიგში, გოლის არგაშვებაზე ფიქრობს და მხოლოდ შემდეგ - გატანაზე", - განაცხადა შვედმა.