"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სანამ სიტყვას კონტეს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ 13 ნოემბერს იტალია ბელგიას ესტუმრება, 17 ნოემბერს კი რუმინეთს უმასპინძლებს. ორივე თამაში ამხანაგურია...
- რას ელით უახლოესი მატჩებისგან?
- ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ეს ორივე მატჩი ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. გამოვცდით რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს, საქმეში ვნახავთ ყველა იმ
- განაცხადში ვერ ვხედავთ ლორენცო ინსინიეს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია...
- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა და არ აქვს მნიშვნელობა, წინ ამხანაგური მატჩები გველოდება თუ ოფიციალური. ინსინიე კარგი ფეხბურთელია და ის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების კანდიდატია.
- ანდრეა პირლო რა მიზეზით დატოვეთ განაცხადს მიღმა?
- ეს მოსალოდნელი იყო, რადგან პირლო ვეტერანია, მისი შესაძლებლობები ზედმიწევნით ვიცი და ამხანაგურ მატჩებში გამოძახება არ იყო აუცილებელი. ამასთან, მინდა, რომ გუნდი პირლოს გარეშე ვნახო საქმეში, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ ანდრეა ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავიყვანო. ამას ღიად ვამბობ და ეს პირლოსთან პირად საუბარშიც მაქვს ნათქვამი.
"ნიუ იორკ სიტი" MLS-ის პლეი ოფში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირლოს მარტამდე სათამაშო პრაქტიკა არ ექნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოასწრებს ანდრეა ფორმაში ჩადგომას ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც ივნისის პირველ ნახევარში იწყება.
იმ დროისთვის, პირლო 37 წლის იქნება და ესეც გასათვალისწინებელია. პირლო ძალიან მიყვარს, მაგრამ გადაწყვეტილება ცივი გონებით უნდა მივიღო.
- განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, პირლო მარტამდე ევროპაში ითამაშებს...
- ეს მართლაც კარგი ვარიატია და შეიძლება გამოსავალიც იყოს. თუ ანდრეა მარტამდე იტალიაში ითამაშებს და სრულფასოვნად ივარჯიშებს, ამით მისი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი გაიზრდება.
- ბელგიის ნაკრები ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა და ასეთ გუნდთან თამაში დიდი სტიმული უნდა იყოს...
- ბელგიელებს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია.
გარდა იმისა, რომ ამ თამაშს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ, ჩვენთვის შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე შემიძლია ვთქვა რუმინელებთან დაპირისპირებაზეც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"