პორნოსაიტს იტალიური კლუბის სპონსორობა სურს

AutoSharing Option
პორნოსაიტ Pornhub-ს იტალიური კლუბის სპონსორობა სურს.

საიტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სპორტი კარგი იდეაა პორნოგრაფიული კონტენტის რეკლამისთვის.

Pornhub-ს სურს კლუბთან, რომელიც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

საიტი სასურველი გუნდებიდან გამარჯვებულს აირჩევს. ამის შესახებ შოუს წამყვანებმა რომის ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში განაცხადეს.

"ვეძებთ ხერხს, როგორ მოვიზიდოთ იტალიური საზოგადოება და გვგონია, რომ ეს კარგი ვარიანტია.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კლუბს, განაცხადები შემოიტანონ და გამარჯვებულთან თანამშრომლობას ველოდებით", - თქვა Pornhub-ის პრეზიდენტმა კორი პრაისმა.

აღსანიშნავია, რომ ადრე პორნოსაიტი ინგლისის საფეხბურთო კლუბს, სთრითბოლის კოლექტივს ირლანდიიდან და კიდევ
რამდენიმე სხვა სპორტულ ორგანიზაციას ასპონსორებდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული