სერია A. XIII ტურის წინ: იტალიური ფეხბურთის კლასიკა

AutoSharing Option
"იუვენტუსი" და "მილანი" სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-6 და მე-7 ადგილებს იკავებენ, მაგრამ თქმა არ სჭირდება, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, სწორედ მათი დაპირისპირება იქნება ყველაზე გამორჩეული.

მონსტრების ჯახი
როდესაც ამ მასშტაბის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ძნელია აცდე სიტყვა დერბის, მაგრამ ფაქტია, რომ წინ არც მილანური დერბი გველოდება და არც ტურინული, იტალიური დერბის სტატუსი კი ათწლეულების წინ, "იუვენტუსი"-"ინტერის" მატჩს მიენიჭა.

მაშინ, რა შეიძლება ვუწოდოთ "იუვე"-"მილანის" ჯახს? - ალბათ, იტალიური ფეხბურთის კლასიკა, რადგან ერთმანეთს ორი ყველაზე ტიტულოვანი აპენინური გუნდი დაუპირისპირდება.

ერთ მხარეს "იუვენტუსი",
რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ბადალი არ ჰყავს და სერია A-ს 31-გზის გამარჯვებულია. ამასთან, 10-ჯერ მოიგო იტალიის თასი და 7-ჯერ იტალიის სუპერთასი. ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს მდევრებს, მილანურ გრანდებს მხოლოდ 18-18 სკუდეტო აქვს მოგებული.

მოკლედ, "იუვე" გამოკვეთილი ლიდერია და იტალიური ტიტულებით, მასთან ახლოს კიდევ დიდხანს ვერ მივლენ კონკურენტები...

მეორე მხარეს "მილანი", რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, 2-ჯერ თასების მფლობელთა თასი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და 4-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, რომლის ფორმატიც შემდეგ შეიცვალა და საკლუბო მუნდიალად გადაკეთდა.

საერთაშორისო ასპარეზზე, "მილანს" ვერც ერთი იტალიური კლუბი ვერ შეედრება, თუმცა რატომ მარტო იტალიური? - "როსონერი" ევროპაშიც საუკეთესოა და ტიტულებით მხოლოდ მადრიდის "რეალი" თუ შეედრება.

ერთი სიტყვით, წინ მონსტრების ჯახი გველოდება.

რა ხდება დღეს?
მონსტრების ჯახი, გრანდთა ჭიდილი და გიგანტთა ბრძოლა კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს არც ერთ გუნდს არ უდგას საუკეთესო დროება - "მილანი" წლებია, რაც კრიზისშია, "იუვენტუსმა" კი მიმდინარე სეზონი მეტად მძიმედ დაიწყო. რას უნდა ველოდოთ "იუვენტუს არენაზე"?

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ორივე მწვრთნელი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და წესით, შემტევი ფეხბურთის მოწმენი უნდა გავხდეთ. ტურინელებს ხუან კუარადოს, ალვარო მორატას და პაულო დიბალას ტრიო ეყოლებათ, მილანელებს კი ჯაკომო ბონავენტურას, ალესიო ჩერჩის და კარლოს ბაკას სამეული.

აქვე ვთქვათ, რომ სანაკრებო შეკრებაზე ჯანლუიჯი ბუფონმა მსუბუქი ტრავმა მიიღო, თუმცა, დიდი ალბათობით, "მილანთან" მატჩს არ გამოტოვებს. შესაბამისად, ბუფონის და დონარუმას დუელსაც ვიხილავთ - მართლაც საინტერესო იქნებოდა ორი ჯიჯის ერთად ხილვა, რომელთაგან ერთი 37 წლისაა და მეორე 16-ის.

ჩემპიონატი ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრებში შედარებით მოუმატეს და ქულებიც აკრიფეს - შესაბამისად, წარმატებულ სვლას გაგრძელება სჭირდება და წესით, უშეღავათო და დაუნდობელი ბრძოლის მოწმენი უნდა გავხდეთ.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა და ამ გზაზე, "მილანის" დამარცხება აუცილებელია. მეტოქე დაცვაში არ ჩაჯდება და შემოგვიტევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, საანაკრებო შეკრებიდან ფეხბურთელები ჯანმრეთელნი დაგვიბრუნდებიან და ამ უაღრესად მნიშვნელოვან მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარებთ".

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანის მწვრთნელი): "წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, რომელშიც ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა არც ფრე იქნება ტრაგედია. უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც "ლაციოსთან" გასვლით შეხვედრაში და ასეთ შემთხვევაში, სასურველ შედეგს მივიღებთ. მჯერა ჩემი შეგირდების და განსაკუთრებულ მატჩს ველოდები".

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - ხედირა, მარკიზიო, პოგბა - კუადრადო, დიბალა, მორატა
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა, მონტოლივო, პოლი - ჩერჩი, ბონავენტურა, ბაკა

სერია A. XIII ტური
შაბათი. 21 ნოემბერი
ბოლონია-რომა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ძუკულინი - ტოტი, კაპრადოსი, სალაჰი, ჟერვინიო
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +6=8-17, (32-58)

იუვენტუსი-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობინიო, პერეირა, ასამოა, პადოინი, ლიხტშტაინერი, ბუფონი, მანჯუკიჩი - მენეზი, ბალოტელი, ბერტოლაჩი, დიეგო ლოპესი, დე იონგი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +21=14-14, (67-53)

კვირა. 22 ნოემბერი
ვერონა-ნაპოლი 15:30
დისკვალიფიკაცია: კულიბალი (ნაპოლი)
ტრავმა: ფარესი, რომულო, ვივიანი, ალბერტაცი, მარკესი, ბიანკეტი (ვერონა)
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=5-7, (16-27)

ატალანტა-ტორინო 18:00
დისკვალიფიკაცია: პინილია (ატალანტა)
ტრავმა: დრამე - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, იანსონი, ობი, აველარი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=8-9, (36-35)

კარპი-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სპოლი, მარტინიო, ინიგესი, მბაკოგუ, ფედელე - მატიელო, ჰეტემაი, ფრეი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ფიორენტინა-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკიჩი, ბლაშიკოვსკი - კოშიჩი, დერმაკუ, კროჩე, მჭედლიძე
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +10=3-1, (26-11)

ჯენოა-სასუოლო 18:00
დისკვალიფიკაცია: დე მაიო (ჯენოა)
ტრავმა: მარკეზე, მუნიოსი - ტერანოვა, ანტეი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=1-2, (8-10)

ლაციო-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრი - ბოლცონი, მორგანელა, ჯორჯევიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=5-7, (36-31)

უდინეზე-სამპდორია 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე - კოდა, კრსტიჩიჩი, კორეა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +9=12-15, (56-69)

ინტერი-ფროზინონე 23:45
დისკვალიფიკაცია: დიონისი (ფროზინონე)
ტრავმა: სანტონი - პავლოვიჩი, კარლინი
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ბომბარდირები:
9 - მარტინს ედერი (სამპდორია), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 7 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა); 5 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (რომა), მირალემ პიანიჩი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული