37 წლის მეკარემ იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში თეძოს ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
სხვათა შორის, დღეს, 20 ნოემბერს, ჯანლუიჯი ბუფონის ფეხბურთში დებიუტიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. ბუფონი მოედანზე პირველად 1995 წელს, "პარმას" მაისურით სწორედ "მილანის" წინააღმდეგ გამოვიდა.