სერია A. XIV ტურის წინ: არგენტინელი არგენტინელის წინააღმდეგ ნეაპოლში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება უპრეცედენტოდ დაძაბულია და სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ტური არ გავა, რომ ლიდერთა ჯახი არ ვიხილოთ. ამჯერად, სულაც პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების პაექრობა გველოდება, რომელიც ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" შედგება.

ლიდერთა ჯახი
სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტებად "ნაპოლის" და "ინტერს" მიიჩნევენ, მე-14 ტურში კი სწორედ ამ გუნდების ჯახს ვიხილავთ. წინ უაღესად საინტერესო თამაში გველოდება, რომლის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მწვრთნელები გვპირდებიან, ორივე გუნდი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებს.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "კარგ ფორმაში ვართ და თამაშს თამაშზე ვიგებთ,
თუმცა მთავარი გამოცდა წინ გველის. "ინტერი" ჩემპიონატის ფავორიტია და სწორედ ამ გუნდთან გამოჩნდება, რეალურად რა კონდიციაში ვართ. ჩვენი პლუსი საკუთარი კედლები და გულშემატკივარია, რაც ასეთ პაექრობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მიზანი გამარჯვებაა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს".

რობერტო მანჩინი (ინტერი): "სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე ვიყავით და ერთი მოგებით, პირველზე გადავედით. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, ნეაპოლში ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. "სტადიო სან პაოლოზე" სამი ქულის აღება ურთულესი საქმეა, თუმცა არა შეუძლებელი".

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მაურიციო სარი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინის ტრიოს გაამწესებს. აქვე ვთქვათ, რომ ნეაპოლელებს დრის მერტენსი და მანოლო გაბიადინი ჰყავთ ტრავმირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სარის შეტევის გაძლიერების დიდი რესურსი არ ექნება.

თუ ტრავმირებულ დავიდე სანტონს არ ჩავთვლით, "ინტერი" სრული შემადგენლობით ემზადება ამ მატჩისთვის. სავარაუდოდ, რობერტო მანჩინი 4-3-1-2 სქემას აირჩევს, წინა ხაზზე გამწესებულ სტევან იოვეტიჩს და მაურო იკარდის კი სიღრმიდან ივან პერიშიჩი დაეხმარება.

დიახ, ეს ის შემთხვევა არაა, რომ მანჩინიმ როტაციას მიმართოს, საუკეთესო ფეხბურთელები თადარიგში დასვას და ძირითადში როდრიგო პალასიო, ან ჯონათან ბიაბიანი გაამწესოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწვრთნელები ყველა კოზირის გამოყენებას შეეცდებიან და თუ ვის ხელში აღმოჩნდება ჯოკერი, ამას თამაში გვიჩვენებს...

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ნაგატომო - ბროზოვიჩი, მელო, კონდოგბია - პერიშიჩი - იოვეტიჩი, იკარდი

"იუვეს" სიცილია ელის
რთული გასვლითი მატჩები ელოდებათ "იუვენტუსს" და "ფიორენტინას". ტურინული გრანდი სიცილიაში ჩავა, სადაც "პალერმოს" შეასკდება, იქ კი სამი ქულის მოპოვება იოლი არასდროს ყოფილა.

მასიმილიანო ალეგრი როტაციას მიმართავს და შეტევაში პაულო დიბალასთან ერთად, სიმონე ძაძას გაამწესებს.

"ფიორენტინა" "სასუოლოს" ესტუმრება და წესით, იქაც დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ფლორენციელებმა ლიდერობა წინა ტურში დაკარგეს და პოზიციის დაბრუნებას შეეცდებიან, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ვიოლას" მეტოქე სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილე მყოფი გუნდია.

"რომას" და "მილანს" შინ აქვთ სათამაშო - რუდი გარსიას გუნდი "ატალანტას" უმასპინძლებს, ხოლო სინიშა მიხაილოვიჩის "სამპდორიას". "ჯალოროსი" და "როსონერი" არასტაბილურად ასპარეზობენ და შესაბამისად, ამ თამაშებშიც ყველაფერია მოსალოდნელი...

შაბათი. 28 ნოემბერი
ტორინო-ბოლონია 21:00
დისკვალიფიკაცია: დესტრო (ბოლ.)
ტრავმა: ფარნერუ, მაკსიმოვიჩი, იანსონი, ობი, ბენასი - ძუკულინი, კრაფტი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=7-3, (17-18)

მილანი-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: ზუკანოვიჩი (სამპ.)
ტრავმა: მენეზი, ბალოტელი, ბერტოლაჩი, დიეგო, დე იონგი - კოდა, კრსტიჩიჩი, კორეა
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +19=8-9, (60-33)

კვირა. 29 ნოემბერი
კიევო-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიელო, ჰეტემაი, ფრეი - გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +7=11-10, (29-35)

ფროზინონე-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პავლოვიჩი, კარლინი, რუსო - ფარესი, ვივიანი, მარკესი, სალა, ალბერტაცი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (4-3)

ჯენოა-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: პეროტი (ჯენ.)
ტრავმა: მარკეზე, მუნიოსი - სპოლი, ლაძარი, ფედელე
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

რომა-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტოტი, კაპრადოსი, სალაჰი, ჟერვინიო - დრამე
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +21=4-8, (56-35)

ემპოლი-ლაციო 18:00
დისკვალიფიკაცია: ჯენტილეტი (ლაც.)
ტრავმა: კოშიჩი, დერმაკუ, კროჩე, მჭედლიძე - დე ვრი, მაური, ონაზი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=5-8, (17-33)

პალერმო-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა - პერეირა, ასამოა, პადოინი, ხედირა, ერნანესი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=1-10, (18-27)

ორშაბათი. 30 ნოემბერი
სასუოლო-ფიორენტინა 22:00
დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სას.)
ტრავმა: ტერანოვა, ანტეი - ბაკიჩი, ბლაშჩიკოვსკი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=1-2, (5-7)

ნაპოლი-ინტერი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მერტენსი, გაბიადინი - სანტონი
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +11=7-13, (36-40)

ბომბარდირები: 10 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 9 - მარტინს ედერი (სამპდორია), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული