* "რომას" თავკაცის პოსტზე რუდი გარსია შესაძლოა, "სასუოლოს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალოს.
ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს. დღესვე ითამაშებს ჩემპიონატის კიდევ ერთი ლიდერი, "ფიორენტინა", რომელიც "სასუოლოს" ესტუმრება. უქმეების ბატალიებზე ქვემოთ მოგითხრობთ.
ახალი ტაქტიკა და 3 ქულა
"იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ "მილანის" მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს ტაქტიკის შეცვლა ვურჩიეთ და ასე აგიხდეთ ყველაფერი - სერბმა სპეციალისტმა ამჯერად 4-4-2 სქემაზე შეაჩერა არჩევანი და მისმა გუნდმა "მილანმა" ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს, აქედან ორი მბაიე ნიანგის ანგარიშზეა, ერთი - ჯაკომო ბონავენტურას და ერთიც - ლუის ადრიანოს. მასპინძლებმა ეფექტური გოლები გაიტანეს და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან.
გენუელებმა პრესტიჟის გოლი შეაგდეს, რომელიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით მარტინს ედერმა მიითვალა აქტივში. ედერი ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული და ეს გოლი მისთვის მნიშვნელოვანია.
"მილანმა" მართლაც შთამბეჭდავი თამაში აჩვენა და ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მეტოქე უშანსოდ დატოვა. კარლოს ბაკას და მბაიე ნიანგის ტანდემი შესანიშნავად წარმოჩინდა და არც ლუის ადრიანომ შეირცხვინა თავი, რომელმაც სწორედ ნიანგი შეცვალა მეორე ტაიმში.
თითქოს, თავისი ადგილი მონახა მარჯვენა ნახევარმცველად გამწესებულმა ალესიო ჩერჩიმ, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სხვებმაც ივარგეს და შედეგად, მივიღეთ "მილანის" საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში.
სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "ტაქტიკური მონახაზი შევცვალე, რადგან ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. მხოლოდ სამი ფორვარდი გვყავს ჯანმრთელი და ასეთ დროს 4-4-2 სქემა ოპტიმალურია. "იუვენტუსთან" თამაშში ბურთი ვერ დავიჭირეთ, ამჯერად კი ყველაფერი გამოგვივიდა.
ასეთი თამაშით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. შობამდე ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, რისი ძალაც ნამდვილად შეგვწევს. მეორე წრეში უკეთესად ავთამაშდებით და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კალენდარიც გვიწყობს ხელს, რადგან დიდი გუნდების უმეტესობას საკუთარ მოედანზე ვხვდებით".
ვინჩენცო მონტელა (სამპდორია): "როდესაც გუნდის მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, პირველად ფეხბურთელებს შევხვდი და დიდხანს ვისაუბრეთ. ისინი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ახალ პროექტს და ამან მეც ოპტიმიზმით ამავსო.
უკვე ორი მატჩია, რაც მოედანზე სულ სხვა რამეს ვხედავ და როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს სერიოზული ლაპარაკი. თუ საკუთარი ძალების არ ვირწმუნეთ, არაფერი გამოვა და ეს თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გააცნობიეროს".
"რომას" საშინაო მარცხი
"ბარსელონასთან" განადგურების შემდეგ "რომამ" კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი და ამჯერად, "სტადიო ოლიმპიკოზე" "ატალანტასთან" წააგო. ბერგამოელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დამაჯერებელი, თუმცა მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს. ამრიგად, "ატალანტა" სატურნირო ცხრილის ზედა ათეულში გამაგრდა, "რომამ" კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ერთობ გაირთულება ვითარება.
თამაში ძალიან ნერვული გამოვიდა, ფეხბურთელები ხისტად და ხშირად უხეშად მოქმედებდნენ - შედეგად, მსაჯს სამჯერ მოუწია ჯიბიდან წითელი ბარათის ამოღება. თუმცა, სამივე გაძევება მატჩის მიწურულს მოხდა და შესაბამისად, თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.
"რომას" ჩავარდნა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ამ კრიზისს რუდი გარსიას გათავისუფლება მოჰყვეს. იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ "რომას" მესვეურები ფრანგ სპეციალისტს აღარ ენდობიან და მას "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დღე არ უწერია.
გოლთა ცვენა
ტური საკმაოდ უხვგოლიანია. ჯერ კიდევ შაბათს "ტორინომ" საკუთარ კედლებში "ბოლონია" დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. ტურინელთაგან გოლები ანდრეა ბელოტიმ და ჯუზეპე ვივესმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო "ბოლონიას" პირველი მარცხი მას შემდეგ, რაც გუნდს რობერტო დონადონი ჩაუდგა სათავეში.
მოულოდნელად, "ჯენოა" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კარპისთან" დამარცხდა. გადამწყვეტი ჯერ კიდევ მე-6 წუთზე ლეონარდო პავოლეტის გაძევება იყო, რის შემდეგაც გენუელები კაცნაკლულნი დარჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ გახსნეს ანგარიში, საბოლოოოდ დამარცხდნენ. ამრიგად, "კარპიმ" მეორე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში და განაგრძობს ბრძოლას ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.
გაძევება გადამწყვეტი გამოდგა "ფროზინონე"-"ვერონას" შეხვედრაშიც, სადაც მე-15 წუთზე სტუმრებს მეკარე გაუგდეს, რასაც თერთმეტმეტრიანი და მასპინძელთა გოლი მოჰყვა. "ფროზინონემ" კიდევ ორი გოლი შეაგდო და დიდი უპირატესობა მოიპოვა. ვერონელები არ დანებდნენ, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ეს იყო და ეს - 3:2. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა "კიევო"-"უდინეზეს" შეხვედრა, თუმცა აქ უკვე სტუმრებმა იძალეს.
მე-14 ტური მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს, მთავარი მატჩი კი წინ გველოდება: "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს.
XIV ტური
28 ნოემბერი
ტორინო-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ბელოტი (75), 2:0 ვივესი (90)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი, ასკუა, ბაზელი, მოლინარო - კვალიარელა (68. მაქსი ლოპესი), ბელოტი
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - რიცო, დიავარა, დონსა (79. მუნიერი) - ბრიგი, ჯაკერინი (54. ბრიენცა), მანკოზუ (63. აკვაფრესკა)
გაფრთხილება: მაიეტა (ბოლონია)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-2 (8-1); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 18 000
მილანი-სამპდორია 4:1
გოლები: 1:0 ბონავენტურა (16), 2:0 ნიანგი (38-პენ.), 3:0 ნიანგი (49), 4:0 ლუის ადრიანო (79), 4:1 ედერი (87-პენ.)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჩერჩი (80. ჰონდა), კუცკა (53. პოლი), მონტოლივო, ბონავენტურა - ნიანგი (74. ლუის ადრიანო), ბაკა
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი (64. პერეირა), სილვესტრი, რეჯინი, მესბა - ივანი (74. პალომბო), ფერნანდო, ბარეტო - სორიანო - ედერი, მურიელი (63. ბონაცოლი)
გაფრთხილება: კუცკა - დე სილვესტრი, სორიანო
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 19-6 (10-3); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 000
29 ნოემბერი
კიევო-უდინეზე 2:3
გოლები: 1:0 პალოსკი (26), 1:1 ფრეი (42-საკ. კარში), 1:2 ტერო (46), 2:2 ინგლეზე (72), 2:3 ტერო (80)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - კასტრო, რიგონი, ჰეტემაი - ბირსა (71. პეპე) - მეჯორინი (61. ინგლეზე), პალოსკი (67. პელისიერი)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე - ვიდმერი, ედენილსონი (79. ალი ადნანი), ბადუ, ლოდი, იტურა (64. ფერნანდესი) - აგუირე (73. დი ნატალე), ტერო
გაფრთხილება: ცეზარი, ფრეი, რიგონი, კასტრო, მეჯორინი - დანილო, იტურა
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-10 (7-6); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 10 000
ფროზინონე-ვერონა 3:2
გოლები: 1:0 დ. ჩოფანი (22-პენ.), 2:0 დ. ჩოფანი (40), 3:0 დიონისი (48), 3:1 ვივიანი (69), 3:2 მორასი (75)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, დიაკიტე, ბლანკარდი (62. ბერტონჩინი), კრიველო - პაგანინი, სამარკო, გორი, სოდიმო (73. ფრარა) - დიონისი, დ. ჩოფანი (65. კასტილო)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი - იონიცა (56. გრეკო), ალფრედსონი, ვივიანი - სილიგარდი (21. გოლინი), ტალები (46. პაცინი), ტონი
გაფრთხილება: ლეალი, ბლანკარდი - მორასი, სუპრაიენი, ალფრედსონი, ვივიანი
გაძევება: რაფაელი (19. ვერონა)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 23-28; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-15 (6-11); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 10 000
ჯენოა-კარპი 1:2
გოლები: 1:0 ფიგეირაში (8), 1:1 ბორიელო (57), 1:2 ძაკარდო (80)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, ანსალდი - ფიგეირაში (44. დე მაიო - 71. პანდევი), კოსტა (60. ნიჩამი), რინკონი, ლაქსალტი - ლაზოვიჩი, გაპკე, პავოლეტი
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო - მატოსი (51. ბორიელო), კოფიე, მარტინიო (54. დი გაუდიო), პაშუტი - ლოლო - მბაკოგუ (75. ლაზანია)
გაფრთხილება: გალიოლო, მატოსი, ბორიელო (კარპი)
გაძევება: პავოლეტი (6. ჯენოა)
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-14 (4-5); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 22 000
რომა-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 გომესი (40), 0:2 დენისი (82-პენ.)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი (70. მაიკონი), მანოლასი, კასტანი, დინე - ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი - იაგო (62. უმარი), იტურბე (83. ტოროსიდისი), ჯეკო
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - რაიმონდი, სტენდარდო, პალეტა, ბრივიო - გრასი, ჩიგარინი (72. მილიაჩო), კურტიჩი (84. დე რუნი) - მორალესი, გომესი (89. კერუბინი), დენისი
გაფრთხილება: ტოროსიდისი - სპორტიელო, ჩიგარინი
გაძევება: მაიკონი (81) - სტენდარდო (87), გრასი (90)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 23-23; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-4 (4-3); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 45 000
ემპოლი-ლაციო 1:0
გოლი: 1:0 ტონელი (5)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი - საპონარა (54. კრუნიჩი - 69. პუჩარელი) - მაკარონე, ლივაია (64. ძამბელი)
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, რადუ (57. კლოზე) - კანდრევა, პაროლო, ბილია, ლულიჩი - სავიჩი (57. ანდერსონი) - ჯორჯევიჩი (74. მატრი)
გაფრთხილება: ტონელი, პარედესი, ლივაია, პუჩარელი (ემპოლი)
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 3-12 (1-6); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 16 000
პალერმო-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (54), 0:2 სტურარო (89), 0:3 ძაძა (90)
პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - სტრუნა (74. რისპოლი), გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი (60. კუაიზონი), მატო, ჩოჩევი - ბრუგმანი - ვასკესი, ჯილარდინო (67. ტრაიკოვსკი)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო (68. ლიხტშტაინერი), სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა - დიბალა (84. ძაძა), მანჯუკიჩი (67. მორატა)
გაფრთხილება: სტრუნა, ვასკესი - ბარძალი, პოგბა, სტურარო
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 6-14 (0-4); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 30 000
30 ნოემბერი
სასუოლო-ფიორენტინა 22:00
ნაპოლი-ინტერი 00:00
ბომბარდირები: 10 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა)
მომდევნო ტური
4 დეკემბერი:
ლაციო-იუვენტუსი
5 დეკემბერი:
ტორინო-რომა, ინტერი-ჯენოა
6 დეკემბერი:
ბოლონია-ნაპოლი, ატალანტა-პალერმო, ფიორენტინა-უდინეზე, ფროზინონე-კიევო, ვერონა-ემპოლი, სამპდორია-სასუოლო, კარპი-მილანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"