სერია A. XV ტური: მილანის "ინტერმა" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
5 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

მილანის "ინტერმა" ადემ ლიაიჩის ერთადერთი გოლის წყალობით "ჯენოა" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მილანელებმა თამაში ათი კაცით ჩაამთავრეს. ასე რომ, "ნაპოლის" თამაშამდე "ინტერი" ერთპიროვნული ლიდერია.

"რომამ" სტუმრად "ტორინოსთან" ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, რომელიც მირალემ პიანიჩის გოლით მიიღო, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მაქსი ლოპესმა პენალტი გაიტანა.

რუდი გარსია (რომა): "ჩვენივე ბრალია, რომ მოგება ხელიდან გავუშვით, ნუ დავაბრალებთ ამას პენალტის. უნდა შეგვეტია და მეორე გოლი გაგვეტანა, ბოლომდე უნდა გვეთამაშა.

პენალტის ეპიზოდი გამეორებით ვნახე და
მანოლასმა სუფთად ითამაშა, არ იყო დასანიშნი პენალტი".

ტორინო-რომა 1:1
გოლები: 0:1 პიანიჩი (83), 1:1 მ. ლოპესი (94-პენ)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინტერი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ლიაიჩი (59)
გაძევება: დამბროზიო (86. ინტერი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
1. ინტერი - 33 ქულა; 2. ნაპოლი - 31; 3. ფიორენტინა - 29; 4. რომა - 28; 5. იუვენტუსი - 27.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული