* ჯამპიერო ვენტურამ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 193-ე მატჩი ჩაატარა. "ტოროს" თავკაცად ერთ ეტაპად ზედიზედ ამდენ შეხვედრაში არც ერთი სპეციალისტი არ ყოფილა.
* "რომამ" "ტორინოს" პირველ ტაიმში ერთხელაც ვერ დაურტყა კარში, რაც აქამდე ამ სეზონში "გლადიატორებს" არ შემთხვევიათ.
* "ტოროს" ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც აგებდა, 10 ქულა აქვს მოპოვებული და ეს საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე სერია A-ში.
* "ინტერს" ჩემპიონატის მატჩების პირველ 30 წუთში მხოლოდ
* 2014 წლის ნოემბრის მერე "ინტერის" ადემ ლიაიჩმა პირველად მოახერხა მიყოლებით ორ ტურში გატანა.
* მატია დესტრო ათამაშდა, მან სერია A-ს ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
* "ნაპოლის", ყველა ტურნირის ჩათვლით, 18 მატჩი არ წაეგო (14 მოგება, 4 ფრე). გონსალო იგუაინმაც ისევ გაიტანა, თანაც ორი გოლი, მაგრამ იმ დროისთვის "ბოლონია" უკვე 3:0-ს იგებდა...
* რობერტო დონადონის ხელში ბოლონიელებმა 5 მატჩში 10 ქულა მოაგროვეს, როდესაც იქამდე, 10 შეხვედრაში სულ 6 ჰქონდათ მოპოვებული.
* "ატალანტასა" და "პალერმოს" შეხვედრაში ბერგამოელთა ფიცხი ნახევარმცველი ჯულიო მილიაჩო, რომელიც ამავდროულად, სიცილიელთა ყოფილი მოთამაშეა, მინდორზე შემოსვლიდან 32 წამში გააძევეს. 34 წლის მილიაჩო ყვითელ ბარათებს ხშირად იღებს ხოლმე, მაგრამ ეს მისი პირველი წითელი გახლდათ 2007 წლის მერე. იგი მაშინაც "ატალანტაში" ირიცხებოდა.
* "სასუოლოს" ლორენცო პელეგრინი, რომელიც 1996 წლის 19 ივნისსაა დაბადებული, მიმდინარე სერია A-ს ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მან "სამპდორიას" გაუტანა. გენუელებს შინ 3 თამაშია, არ მოუგიათ.
* "მილანმა" ამ ჩემპიონატის 15 მატჩიდან მეშვიდეში ვერ გაიტანა გოლი. ბოლოადგილოსან "ვერონასთან" ერთად, ეს ყველაზე ცუდი შედეგია.
* "ნაპოლის" კალიდუ კულიბალიმ "ბოლონიასთან" 20-ჯერ ითამაშა წარმატებით ართმევაზე. ერთ შეხვედრაში ამ სეზონში ასე ჯერ არავის უყოჩაღია.
* 15 ტურის მერე "ატალანტას" 24 ქულა აქვს. ეს "ბერგამასკის" საუკეთესო მაჩვენებელია 1994/95 წლების სეზონის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"