"მილანი" რიკარდო მონტოლივოს 2019 წლამდე იტოვებს

AutoSharing Option
უახლოეს პერიოდში იტალიური "მილანი" კლუბის ნახევარმცველთან, რიკარდო მონტოლივოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ახალი კონტრაქტი 2019 წლამდე იქნება გათვლილი. 30 წლის ფეხბურთელი "მილანში" კარიერის დასრულების გამო ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა. მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელი წელიწადში 3,5 მილიონ ევროს იღებს.

მიმდინარე სეზონში მონტოლივომ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ასევე იხილეთ:

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული