გუნდიდან წავიდნენ მარიო გომესი და მოჰამედ სალაჰი, შევსება კი "ფიორენტინამ" თითქოს, არასათანადო მიიღო. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ფლორენციელთა მთავარი შენაძენი პაულო სოუზაა, რომელმაც მყისვე დაატყო თავისი ხელი გუნდს და მისი "ფიორენტინა" არამარტო შედეგიან, არამედ მეტად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.
გაამართლეს ახალწვეულებმაც - ნიკოლა კალინიჩი ბრწყინვალედ ირჯება და ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული; არც
"დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გზით მივდივართ და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს. ვცდილობთ, მაქსიმუმი ვაჩვენოთ როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური ოსტატობის თვალსაზრისით. შეგირდებს ყოველთვის გუნდურად თამაშს ვთხოვ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ინდივიდუალური უნარების გამოვლენის უფლება არ აქვთ. თითოეულ თამაშზე მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ და ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ.
სკუდეტო? - სატურნირო ცხრილის მიხედვით, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. სეზონის წინ, ჩვენი მიზანი ევროტურნირზე მოხვედრა იყო, დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გვსურს თამაში".
პაულო სოუზამ ფეხბურთელებზე ისაუბრა და რამდენიმე შეგირდი გამოყო: "ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო, გნებავთ, ფორმულა ფეხბურთელთა საქმისადმი სწორი მიდგომაა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებთან მუშაობაც ძალიან კომფორტულია.
ნიკოლა კალინიჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოუმატებს. შესანიშნავად ათამაშდა ფედერიკო ბერნარდესკი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლი გარჯა როგორც შეტევაში, ისე ნახევარდაცვაში. თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჯუზეპე როსის წინაშე, რომელიც დიდი ნიჭის პატრონია, მაგრამ იშვიათად უწევს თამაში - როსი ძალიან მონდომებულია, თავს არ ზოგავს და მისი დრო აუცილებლად დადგება".
აქვე, "ფიორენტინას" ერთ-ერთ ლიდერს, ბორხა ვალეროს მოვუსმინოთ, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა: "უნდა ვაღიაროთ, რომ "ფიორენტინა" არ არის საუკეთესო გუნდი იტალიაში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ "ფიორენტინა" საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს - ეს ორი განსხვავებული ცნებაა და არ იფიქროთ, რომ სისულელეს ვროშავდე. მჯერა, რომ კიდევ უკეთ ავთამაშდებით და სეზონს სამეულში დავასრულებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"