ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.
სამივე ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულს ეწურება. უახლოეს დღეებში ტურინული გუნდის ხელმძღვანელობა ბარცალის წარმომადგენლებს შეხვდება და ახალი კონტრაქტის პირობებს განიხილავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პატრის ევრას წარმომადგენლებთანაც, რომელსაც ამერიკული MLS-იდან აქვს შემოთავაზებები.
რაც შეეხება კასერესს, "იუვენტუსს" მისი ზაფხულში უფასოდ გაშვება არ სურს, ამიტომ მის გაყიდვას ამ ზამთარშივე შეეცდება.