სერია A. XVI ტურის ფაქტები: დე იონგის პირველი გაძევება კარიერაში

AutoSharing Option
* ამ სეზონამდე 16 ტურის მერე 36 ქულა "ინტერს" ბოლოს 2009/10 წლების ტრიუმფალურ სეზონში ჰქონდა.

* "ვერონას" "სან სიროზე" "მილანთან" სერია A-ს ეგიდით არასოდეს მოუგია - 10 ფრე და 15 მარცხი.

* ლუკა ტონის "როსონერის" წინააღმდეგ ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. მას ზედიზედ 4 თამაშია "მილანის" წინააღმდეგ გააქვს.

* "ატალანტას" მეკარემ, მარკო სპორტიელომ ამ სეზონში მე-4 პენალტიდან მე-3 მოიგერია. სულ მას 13 თერთმეტმეტრიანიდან 5 აქვს აღებული.

* ნაიჯელ დე იონგს უხეში ფეხბურთელის სახელი აქვს და იგი მართლაც ბევრ
ყვითელ ბარათს იღებს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 31 წლის ჰოლანდიელმა "ვერონასთან" შეხვედრაში კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი - 345-ე შეხვედრაში...

* "ნაპოლისა" და "რომას" მატჩის პირველ ტაიმში გუნდებს ერთმანეთისთვის კარში ზუსტად არ დაერტყათ. რომაელებმა ვერც დაარტყეს.

* აქამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც "რომამ" სერია A-ში მეტოქის კარში ზუსტად ერთი დარტყმაც ვერ შემოგვთავაზა, 2008 წელს დაფიქსირდა.

* "ნაპოლის" საჯარიმოში "გლადიატორები" ბურთს მხოლოდ 5-ჯერ შეეხნენ.

* ყოფილი გუნდის, "ფიორენტინას" კარში გატანილი გოლი იყო პირველი, რომელიც "იუვენტუსის" ხუან კუადრადომ იტალიის ჩემპიონატში თავით შეაგდო.

* "იუვენტუსმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი (3) მატჩი მოიგო მას მერე, რაც აგებდა, ყველა ერთნაირი ანგარიშით - 3:1.

* ამ სეზონში ყველაზე ცოტა დარტყმა (5) "ფიორენტინას" "იუვეს" კარში გამოუვიდა და ყველაზე მეტიც (16) ტურინელებისგან მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული