სილვიო ბერლუსკონი: იმედგაცრუებული ვარ სინიშა მიხაილოვიჩის მუშაობით

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი იმედგაცრუებულია გუნდის თამაშით და ამას არც ჟურნალისტებთან მალავს.

79 წლის ფუნქციონერმა "კორიერე დელო სპორტს" კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:

"არ დავმალავ, რომ გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ და ისიც ფაქტია, რომ გაცილებით მეტს ველოდი. შესაბამისად, იმედგაცრუებული ვარ სინიშა მიხაილოვიჩის მუშაობითაც, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დავუსახეთ მიზნად.

წავუყენე თუ არა მწვრთნელს ულტიმატუმი? - ულტიმატუმის ენით ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. "ვერონასთან" დაკ
არგული ორი ქულა ბევრმა მსაჯს დააბრალა, მაგრამ მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები; "მილანი" ცუდად თამაშობს და დაკარგული ქულებიც ამის შედეგია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული