28 წლის ნახევარმცველმა "როსონერისთან" კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ განელი იტალიურ გუნდს ოქტომბერში შეუერთდა, დეკემბერში კი გელზენკირხენის "შალკესთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ამიტომ "მილანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.
ბოატენგი მილანელთა ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა და ამ პერიოდში ჩატარებულ 100 შეხვედრაში მის ანგარიშზე 17 გოლია.