ოფიციალურად: კევინ პრინს-ბოატენგი "მილანში" დაბრუნდა

AutoSharing Option
იტალიურმა "მილანმა" გუნდში განელი ნახევარმცველის, კევინ პრინს-ბოატენგის დაბრუნების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

28 წლის ნახევარმცველმა "როსონერისთან" კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ განელი იტალიურ გუნდს ოქტომბერში შეუერთდა, დეკემბერში კი გელზენკირხენის "შალკესთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ამიტომ "მილანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ბოატენგი მილანელთა ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა და ამ პერიოდში ჩატარებულ 100 შეხვედრაში მის ანგარიშზე 17 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული