სატურნირო ცხრილს სათავეში კვლავ მილანის "ინტერი" უდგას, რომელმაც სტუმრად "ემპოლი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ლევან მჭედლიძე, რომელმაც ტრავმის შემდეგ ვარჯიში დიდი ხანი არაა, რაც განაახლა. 18 ტურის შემდეგ "ინტერს" 39 ქულა აქვს.
თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს "ფიორენტინამ" და "ნაპოლიმ", რომლებიც 38-38 ქულით ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ფლორენციელებმა სტუმრად "პალერმოს" ანგარიშით 3:1 სძლიეს, ხოლო ნეაპოლში მასპინძლებმა "ტორინო" დაამარცხეს
მორიგი გამარჯვება იზეიმა ტურინის "იუვენტუსმა", რომელმაც შინ "ვერონას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ტურინული გრანდი სერია A-ს პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 1500-ე მოგება იზეიმა.
გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა "რომას", რომელმაც სტუმრად "კიევოსთან" ანგარიშში უპირატესობა ორჯერ გაფლანგა. საბოლოოდ, ვერონაში გამართული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.
ფრედ დასრულდა მატჩი რომშიც, სადაც "ლაციო" და "კარპი" უგოლოდ დაშორდნენ, ხოლო "სასუოლო"-"ფროზინონეს" შეხვედრაში მეტოქეებმა ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს.
შინ მინიმალური ანგარიშით წააგო "მილანმა", რომელმაც "ჯუზეპე მეაცაზე" "ბოლონია" მიიღო.
უდინეში კი "უდინეზემ" სამი ქულა "ატალანტასთან" მოიპოვა - 2:1.
სერია A. XVIII ტური
6 იანვარი
ნაპოლი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 ინსინიე (1:0), 1:1 კვალიარელა (21, პენ), 2:1 ჰამშიკი (41)
ემპოლი-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 იკარდი (45+1)
კიევო-რომა 3:3
გოლები: 0:1 უმარი (7), 0:2 ფლორენცი (37), 1:2 პალოსკი (44), 2:2 დაინელი (58), 2:3 ფალკე (71), 3:3 პეპე (85).
იუვენტუსი-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 დიბალა (8), 2:0 ბონუჩი (45), 3:0 ძაძა (82)
ლაციო-კარპი 0:0
მილანი-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 ჯაკერინი (82)
პალერმო-ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (13), 0:2 ილიჩიჩი (42), 1:2 ჯილარდინო (77), 1:3 ბლაშჩიკოვსკი (90+3).
სასუოლო-ფროზინონე 2:2
გოლები: 0:1 დიონიზი (16), 1:1 აიეტი (22, ავტ), 1:2 აიეტი (45), 2:2 ფალჩინელი (74).
გაძევება: პელეგრინი (90+3).
უდინეზე-ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 ტერო (22), 2:0 პერიცა (45+2), 2:1 დ’ალესანდრო (75).