"რომა": მაიამიში რუდი გარსიას ბედი გადაწყდა

AutoSharing Option
გუშინ, მაიამიში "რომას" მესვეურთა შეკრება შედგა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა, გენერალური დირექტორი მაურო ბალდისონი და სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი დაესწრნენ. თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, განხილვის მთავარი თემა სამწვრთნელო ცვლილება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას თავკაცობით, "რომამ" ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და შედეგად, მკვეთრად გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა სერია A-ში.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, "რომას" მესვეურებმა რუდი გარსიას განაჩენი უკვე გამოუტანეს და ფრანგი აუცილებლად დატოვებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს, ამის შესახებ კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სახელდება გარსიას სავარაუდო
შემცვლელების გვარებიც - ითქვა მარსელო ბიელსას, ხორხე სამპაოლის, ლეონარდოსა და ვალტერ მაძარის შესახებ, თუმცა ყველაზე რეალური კანდიდატი მაინც ლუჩანო სპალეტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 2005-09 წლებში სპალეტი უკვე მუშაობდა "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული