ოფიციალურად: რუდი გარსია "რომას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
რუდი გარსია "რომას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

51 წლის ფრანგ სპეციალისტთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტებმა - ფრედერიკ ბომპარმა და კლოდ ფიშომ.

შეგახსენებთ, რომ გარსიამ "რომა" 2013 წელს ჩაიბარა. გასულ ორ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ში ორივეჯერ მეორე ადგილი დაიკავა.

"ჩვენი კლუბის სახელით და ჩემგან პირადად, მინდა მადლობა გადავუხადო რუდი გარსიას გაწეული სამსახურისთვის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რამდენიმე შესანიშნავი მომენტი შემოგვთავაზა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ახლა ცვლილებების დროა", - თქვა "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ.

აქვე გეტყვით, რომ "რომა" სერია A-ში 19
ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერ "ნაპოლის" 7 ქულით ჩამორჩება.

ბოლო 10 მატჩში რომაულმა გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

"რომას" თავკაცის პოსტზე მთავარ კანდიდატად ლუჩანო სპალეტი განიხილება.

"რომას" შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი რომა

მომზადებულია asroma.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული