აღნიშნული ინფორმაცია ტურინული გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
18 წლის ნახევარმცველმა ტურინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნახევარს ფეხბურთელი "პესკარაში" ჩაამთავრებს, სადაც იჯარის წესით ასპარეზობს.
"იუვენტუსს" მანდრაგორი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.