იტალიის თასი. 1/4-ფინალი: ტურინის "იუვენტუსმა" რომში "ლაციოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 იანვარს, იტალიის თასის ბოლო 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" რომში "ლაციოს" მინიმალური ანგარიშით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

"ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ტურინელთა მცველმა შტეფან ლიხტშტაინერმა 66-ე წუთზე გაიტანა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფინალის საგზურისთვის 27 იანვარს მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი "მილანი" და მესამე დივიზიონის "ალესანდრია" იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული