სერია A. XXI ტურის წინ: ფოკუსშია "იუვენტუს არენა"

AutoSharing Option
21-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგება, სადაც "იუვენტუსი" "რომას" უმასპინძლებს. "ნაპოლის" რთული გასვლა აქვს გენუაში, "ინტერი" კი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლბს და წესით, სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში.

"იუვე" ფავორიტია, მაგრამ
"იუვენტუსს" მიჯრით 10 მოგება აქვს, გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და კრიზისში მყოფ "რომასთან" პაექრობაში ფავორიტად ითვლება. თუმცა, როდესაც მოედანზე იტალიური ფეხბურთის გრანდები დგანან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მით უმეტეს, რომაელებს ერთი კონკრტეტული თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება ნამდვილად შეუძლიათ და, როგორც თვითონ აცხადებენ, კრიზისის დაძლევას სწორედ ტურინული მატჩის მოგებით აპირებენ. მიზანი დიადია და
ნათელი, მაგრამ შესრულება იქნება ურთულესი.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "იუვენტუსი" 3-5-2 ტაქტიკით გაირჯება, შეტევაში კი ნაცად ტანდემს ვიხილავთ პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩის შემადგენლობით. მასიმილიანო ალეგრი ადრე უფრო აქტიურად მიმართავდა როტაციას, ბოლო პერიოდში კი მუდმივად არგენტინელს და ხორვატს ირჩევს, ალვარო მორატას და სიმონე ძაძას კი ცოტა დრო ეძლევათ.

ლუჩანო სპალეტიმ სადებიოუტი შეხვედრაში 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, მაგრამ თვითონვე მოხვდა, რომ ზედმეტად ჩახლართა და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, "იუვეს" 4-3-3 სქემით დაუპირისპირდება. შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო ფლორენცის, მოჰამედ სალაჰს და ედინ ჯეკოს ვიხილავთ. სპალეტი ჯერ ძიებაშია, "იუვენტუსთან" მატჩმა კი შეიძლება ბევრ კითხვას გასცეს პასუხი...

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი
რომა (4-3-3): შჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - ფლორენცი, სალაჰი, ჯეკო

"ნაპოლის" რთული გასვლა
"ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრება და სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დაამტკიცოს გუნდმა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. გენუელები არასტაბილურად ასპარეზობენ და ქულებსაც უხვად კარგავენ, მაგრამ ძლიერი მეტოქისთვის საკუთარ არენაზე დიდი ბრძოლის გამართვა შეუძლიათ და ეს "იუვენტუსთან" პაექრობაშიც დაამტკიცეს. მოკლედ, ნეაპოლელებს რთული მისია აკისრიათ და ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს.

მაურიციო სარი სკანდალში გაეხვა, რობერტო მანჩინის შეურაცხყოფა მიაყენა და 4-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა, ჯერჯერობით არავის დაუსჯია და შესაბამისად, გუნდს ჩვეულ რეჟიმში ამზადებს. მაურიციოს თქმით, თასიდან გამოვარდნის შემდეგ, გენუაში გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გუნდი საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.

"ინტერის" შანსი
"ინტერი" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ეთამაშება და ბუნებრივია, რომ აშკარა ფავორიტად ითვლება. მილანელებს სამი ქულის მოპოვების და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ტურებში "კარპიმ" კარგად ითამაშა, ქულებიც ბლომად მოაგროვა და ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა.

რობერტო მანჩინის თქმით, მისი შეგირდები "კარპისთანაც" ისეთივე შემართებით უნდა იყვნენ, როგორც "ნაპოლისთან" სათასო პაექრობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

XXI ტური
შაბათი. 23 იანვარი
ფროზინონე-ატალანტა 21:00
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი (ატალანტა)
ტრავმა: კარლინი, დიაკიტე, გორი, ჩიბსა - კარმონა, პინილია, პალეტა, გრასი
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (0-3)

ემპოლი-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: პარედესი (ემპოლი)
ტრავმა: მჭედლიძე, ლივაია, საპონარა, კოსტა - მენეზი, დიეგო ლოპესი, ელი, მექსე
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +2=5-10, (12-29)

კვირა. 24 იანვარი
ფიორენტინა-ტორინო 15:30
დისკვალიფიკაცია: ვესინო (ფიორენტინა)
ტრავმა: ბადელი, ტინო კოსტა - ობი, პერესი
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=9-5, (39-24)

ვერონა-ჯენოა 18:00
დისკვალიფიკაცია: ბურდისო (ჯენოა)
ტრავმა: რომულო, ალბერტაცი, სილიგარდი, პიზანო, ტონი, ვივიანი - სისოხო, ფიგეირაში
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=7-6, (29-31)

ინტერი-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: კოფიე, გალიოლო (კარპი)
ტრავმა: ფედელე (კარპი)
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +2=0-0, (6-3)

ლაციო-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრი, კიშნა, მარკეტი, ჯენტილეტი, ბასტა, მორისონი, ბილია - მატიელო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +10=11-6, (31-27)

პალერმო-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: ანდელკოვიჩი - დანილო
ტრავმა: ვიტიელო - მერკელი, პასკუალე, დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +2=7-9, (26-35)

სამპდორია-ნაპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: სორიანო (სამპდორია)
ტრავმა: დე სილვესტრი, მესბა (სამპდორია)
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +7=9-15, (34-47)

სასუოლო-ბოლონია 18:00
დისკვალიფიკაცია: მაზინა (ბოლონია)
ტრავმა: ტერანოვა, მისიროლი - რიცო, ბრიენცა, მაიეტა
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=1-1, (4-3)

იუვენტუსი-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: Pერეირა, ლამინა, ბარძალი, რუბინიო - კაპრადოსი, პონჩე, ნურა, უჩანი, კეიტა, მაიკონი, ჟერვინიო
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 1-5-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +21=15-12, (74-52)

ბომბარდირები: 20 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 11 - მარტინს ედერი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა); 9 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი); 8 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), მასიმო მაკარონე (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული