"ფეხბურთიდან ღირსეულად წასვლას ვაპირებ. 40 წლის ასაკში მოედანზე გასვლა და მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატში თამაში - ეს ჩემს კარიერაში საფინალო მიზანია", - აქვეყნებს გოლკიპერის ნათქვამს Football Italia.
ეროვნულ გუნდში ბუფონის მემკვიდრედ უკვე განიხილავენ მის მოსახელეს, ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც 16 წლის ასაკში "მილანის" ძირითად მეკარე გახდა.
"ის ბრწყინვალედ ირჯება და არ უშინდება ისეთ დიდ სტადიონზე თამაშს, როგორიც "სან სიროა". არადა, "მილანის" მაისურის
ცივსისხლიანობასთან ერთად, დონარუმა ტექნიკურად და ფიზიკურადაც ძლიერია. ყველაზე ძალიან რაც მხიბლავს ისაა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ბრწყინვალე და საღად მოაზროვნე ყმაწვილზე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარამტებული კარიერისთვის”, - დასძინა ჯიჯიმ.
ბუფონმა იტალიის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ხუთ, ხოლო ევროპის სამ ჩემპიონატზე ითამაშა. 2006 წლის მუნდიალზე მოპოვებული ოქროს გარდა, ის ევრო 2012-ის ვერცხლის მედალსაც ფლობს.