ტურინულმა გრანდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და თუ "ჯუზეპე მეაცაზე" სასწაული არ მოხდა, ფინალის საგზურს მოიპოვებს. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან...
რაც შეეხება განვლილ პაექრობას, მასპინძლებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ არა ისეთი, რომ გამანადგურებელი ანგარიშით მოეგოთ. საკამათო ეპიზოდში "იუვეს" მსაჯიც წაეხმარა, როდესაც თერთმეტმეტრიანი
ანგარიში 36-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, რომელმაც პენალტი აქცია გოლად, 63-ე წუთზე კი აუღებელი დარტყმით დუბლი მიითვალა აქტივში. მესამე გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელიც თადარიგში იყო და მხოლოდ 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ასეა თუ ისე, "იუვემ" გადაურბინა მეტოქეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა განმეორებითი მატჩის წინ.
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ორგანიზებულად ვითამაშეთ და ძლიერ მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. დაცვის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ, შეტევით ფაზაში კი უკეთაც შეგვეძლო თამაში. ალვარო მორატა პროგრესირებს და ეს გოლებიც ამის ნათელი მაგალითია. თასის ფინალში ჯერ არ გავსულვართ და განმეორებით შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ".
რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "მეტოქე ფლობდა უპირატესობას და მოგება დაიმსახურა, მაგრამ 3:0 მეტისმეტია. აშკარაა, რომ ყველაფერთან ერთად, ტურინელებს ფორტუნამაც გაუღიმა. მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომლის ამოქაჩვაც ურთულესი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ რამე მოვიფიქროთ".
იუვენტუსი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (36-პენ.), 2:0 მორატა (63), 3:0 დიბალა (83)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ევრა - მორატა, მანჯუკიჩი
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ნაგატომო - მედელი, მელო, კონდოგბია - ბიაბიანი, ლიაიჩი, იოვეტიჩი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"