დიდი ბრძოლის მოლოდინში
"ლაციოს" და "ნაპოლის" მატჩები, ტრადიციულად, დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის. იმედი ვიქონიოთ, რომ გამონაკლისი არც მოახლოებული პაექრობა იქნება - მით უმეტეს, ორივე გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება. "ლაციო" ცხრილის შუაგულშია გაჭედილი და თუ ევროსაგზურისთვის ბრძოლა სურს, მხოლოდ სამ ქულაზე უნდა იფიქროს; "ნაპოლის" კი, "იუვენტუსის" გადამკიდე, თითოეული მატჩი ფინალის
"ემპოლისთან" შეხვედრა "ნაპოლიმ" 4-2-3-1 ტაქტიკით დაიწყო, მაგრამ მალევე გაუშვა გოლი, ცუდად წაუვიდა თამაში და სარიმ გუნდი 4-3-3 სქემაზე გადააწყო. სწორედ აქედან დაიწყო სამხრეთელთა აღმასვლა და შედეგად, ტოსკანელთა კარში 5 გოლი ვიხილეთ.
ფაქტია, რომ "ნაპოლი" ამ სქემით ყველაზე უკეთ ირჯება და "ლაციოსთან" პრინციპულ შეხვედრაში მწვრთნელი ექსპერიმენტებს მოერიდება. ლორენცო ინსინიე და ხოსე კალეხონი ფლანგებზე, გონსალო იგუაინი კი ცენტრში - "ნაპოლის" შემტევი ტრიო სრულ მზადყოფნაშია და მორიგი გუნდის დასარბევად ემზადება.
"ლაციოს" საკადრო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კი, ნახევარდაცვაში, რადგან მილინკოვიჩ-სავიჩი და დანილო კატალდი დისკვალიფიცირებულნი არიან.
"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, სტეფანო პიოლი 4-2-3-1 ტაქტიკას შეარჩევს და საყრდენ ხაზზე მარკო პაროლოს ოგენი ონაზი შეუწყვილდება, წინ კი ანტონიო კანდრევას, ბალდე კეიტას, ფელიპე ანდერსონის და ფილიპ ჯორჯევიჩის კვარტეტს ვიხილავთ. შემტევი შემადგენლობაა, მეტად სარისკო, მაგრამ როგორც თავშივე აღვნიშნეთ, "ლაციოს" ფრე არაფერში სჭირდება...
მორიგი მსხვერპლი?
"იუვენტუსი" მორიგი, მიჯრით მე-13 გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება, პოტენციური მსხვერპლი კი "ჯენოაა". ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდი აშკარა ფავორიტია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამ ქულას ჩაიწერს აქტივში.მძიმე და მჭიდრო კალენდრის გამო არაა გამორიცხული, რომ მასიმილიანო ალეგრიმ გადაახალისოს შემადგენლობა და რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც აქამდე ნაკლებად ენდობოდა. მაგალითად, დანიელე რუგანი დაცვაში, დავიდე სტურარო და სიმონე პადოინი ნახევარდაცვაში, სიმონე ძაძა კი თავდასხმაში.
მასიმილიანო ალეგრიმ "კიევოსთან" მატჩის შემდეგ შეგირდები შეაქო, თუმცა იქვე დაამატა, რომ მოგებათა სერიამ ფეხბურთელებს თავბრუ არ უნდა დაახვიოს. მწვრთნელის თქმით, "ჯენოა" გადარჩენისთვის იბრძვის, დასაკარგი არაფერი აქვს და "იუვენტუს არენაზე" თავს არ დაზოგავს.
რთული გასვლები
ტური ძალიან საინტერესო მატჩით იხსნება, რომელშიც "სასუოლო" "რომას" დაუხვდება. ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ლუჩანო სპალეტის თავკაცობით, "ჯალოროსიმ" პირველი მოგება გამოჭედა და წარმატებული სვლის გაგრძელება სურს, თუმცა "სასუოლო" არაა იოლად დასაძლევი ბარიერი. საინტერესოა, რა შემადგენლობას შეარჩევს სპალეტი, რომელიც ჯერ კიდევ ძიების პროცესშია როგორც ფეხბურთელების, ისე ტაქტიკა-სტრატეგიის თვალსაზრისით...
დერბიში გამარჯვებული "მილანი" სიცილიაზე ჩადის და "პალერმოს" შეებრძოლება. სინიშა მიხაილოვიჩმა შეგირდებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა, რაც დიდი ემოციური მუხტის შემდეგ იოლი არ იქნება. სერბი სპეციალისტი ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს, აი, შემადგენლობაში კი შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.
საერთოდ, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან, მაგრამ როდესაც სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, როტაციის გარეშე ფონს გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
XXIII ტური
სამშაბათი. 2 თებერვალი
სასუოლო-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: მანოლასი (რომა)
ტრავმა: ტერანოვა, მისიროლი - კაპრადოსი, პონჩე, ნურა, უჩანი, მაიკონი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=3-2, (5-10)
ოთხშაბათი. 3 თებერვალი
ფროზინონე-ბოლონია 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრიველო, კარლინი - კრაფტი, ბრიენცა, მაიეტა
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=2-3, (7-8)
ემპოლი-უდინეზე 23:45
დისკვალიფიკაცია: ბუჩელი - დანილო
ტრავმა: კოსტა - მერკელი, პასკუალი, დომიცი, დი ნატალე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=6-7, (16-21)
ფიორენტინა-კარპი 23:45
დისკვალიფიკაცია: კოსტა, რონკალია (ფიორენტინა)
ტრავმა: ბადელი - ფედელე, დე გუზმანი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (1-1)
ინტერი-კიევო 23:45
დისკვალიფიკაცია: მირანდა, მურილიო (ინტერი)
ტრავმა: ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი (კიევო)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +16=7-4, (46-26)
იუვენტუსი-ჯენოა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერეირა, ლემინა - დიოგო, პანაიოტისი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +14=7-2, (45-19)
ლაციო-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: კატალდი, სავიჩი, მატრი - ალანი, ჰიუსანი
ტრავმა: დე ვრი, ბილია, ჯენტილეტი, მარკეტი, ბიშევაჩი - გრასი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +14=8-12, (52-47)
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): ბერიშა - ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, კონკო - პაროლო, ონაზი - კანდრევა, კეიტა, ანდერსონი - ჯორჯევიჩი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი
პალერმო-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრუგმანი, პეცელა - დიეგო ლოპესი, ელი, მექსე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=5-13, (34-42)
სამპდორია-ტორინო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მესბა - ობი, იანსონი, პერესი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +8=7-10, (26-29)
ვერონა-ატალანტა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რომულო, ალბერტაცი, ტონი, ვივიანი - კარმონა, პალეტა, პინილია
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=3-7, (20-20)
ბომბარდირები: 22 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"