რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტ ქალს გინებისთვის ბოდიში მოუხადა და თაიგული გაუგზავნა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უცენზურო გამონათქვამების გამო ბოდიში მოუხადა ჟურნალისტ ქალს და მას ყვავილების თაიგულიც გაუგზავნა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

ამ ყველაფერს კი წინ იტალიის ჟურნალისტთა კავშირის საჩივარი უძღვოდა. ინციდენტი "ინტერსა" და "მილანს" შორის მილანური დერბის შემდეგ მოხდა. პირდაპირ ეთერში Mediaset-ის ჟურნალისტის, მიქაელა კალკანოს კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მანჩინიმ რამდენჯერმე შეიგინა, გოგონა კი ბრიყვული კითხვების დასმაში დაადანაშაულა.

საბოლოოდ რობერტომ ქალს ბოდიშიც მოუხადა და ყვავილების თაიგულიც გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს გამართულ მატჩში "ინტერმა" "მილანთან" ანგარიშით 0:3 წააგო და
ახლა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს "რომასთან" იყოფს. ის დღე აშკარად არ იყო მანჩინის - არბიტრთან კამათისთვის მას სამწვრთნელო სკამი დაატოვებინეს.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXII ტური: დაუნდობელი ლიდერები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბარაქიანს ყვავილი ეკუთვნის
0
ამ დიდებულ ქალბატონს როგორ უნდა შეაგინო შე უნამუსო!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული