სერია A. XXIV ტური: "იუვეს" და "ნაპოლის" რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
* სერია A-ში "იუვენტუსმა" ზედიზედ 14 მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

* იტალიის თასზე და სერია A-ში "იუვენტუსს" ზედიზედ 7 მატჩია გოლი არ გაუშვია.

* პირველად ისტორიაში, "ნაპოლიმ" მიჯრით 8 მატჩი მოიგო სერია A-ში.

24-ე ტური თითქოს შემზადება იყო იმისა, რასაც მომდევნო უქმეებზე ვიხილავთ. "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" მორიგი მატჩები მოიგეს, შემდეგ ტურში კი ერთმანეთთან მოუწევთ ჭიდილი. დიახ, წინ გრანდიოზული მატჩია, იქამდე კი განვლილ პაექრობებს გადავხედოთ.

მძიმე, მაგრამ დამსახურებული
"ნაპოლიმ" "კარპი" მიიღო და მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს - 1:0. ერთადერთი გოლი
გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი. მოკლედ,
"ნაპოლის" გაუჭირდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაურიციო სარის შეგირდები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრებს ერთხელაც არ დაურტყამთ მეტოქის კარის ჩარჩოში, მასპინძლებმა კი დაბომბეს მეტოქე და წესით, მეტი უნდა შეეგდოთ. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის შუაწელს, "კარპი" კაცნაკლული დარჩა და ამან ნეაპოლელებს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მისცა.

მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ შეგირდები შეაქო და დასძინა, რომ ამიერიდან, ის უკვე "იუვენტუსთან" თამაშზე ფიქრობს. მოახლოებულ მატჩზე გონსალო იგუაინმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინული მატჩი სულაც არ არის გადამწყვეტი და რომ წაგებული გუნდიც შეინარჩუნებს სკუდეტოს მოპოვების შანსს. ამაზე არავინ დავობს, არგენტინელს კი ემოციური მუხტის დაწევა სურს, რაც როგორც ჩანს, ფეხბურთელებზე დამთრგუნველად მოქმედებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგებათა სერია გრძელდება
"ნაპოლის" მსგავსად, "იუვენტუსმაც" მშრალი ანგარიშით მოიგო, "ფროზინონეს" კი ორი გოლი გაუტანა. ერთი ხუან კუადრადოს ანგარიშზეა, ხოლო მეორე - პაულო დიბალას.

ტურინულმა გრანდმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. კიდევ ერთი პარალელი გავავლოთ "ნაპოლისთან" და აღვნიშნოთ, რომ "იუვეც" უდიდეს უპირატესობას ფლობდა - მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 19-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, "ფროზინონემ" კი ბედი 2-ჯერ სცადა.

აღსანიშნავია, რომ "ვეკია სენიორას" რობერტო პერეირა დაუბრუნდა, რომელიც გასულ სეზონში შესანიშნავად ირჯებოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. პერეირას დაბრუნება ძალიან წაადგება ალეგრის, რადგან ნახევარდაცვაში გუნდს აქვს საკადრო პრობლემები.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსმა" სერია A-ში მიჯრით მე-14 მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. ამასთან, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ზედიზედ 7 თამაშია გოლს არ უშვებს და აქ სათასო ბატალიებიც ითვლება, ჯერ "ლაციოსთან" (1:0) და მერე "ინტერთან" (3:0). მოკლედ, "იუვენტუსი" შეუჩერებელია და აქვს შანსი, რომ "ინტერის" რეკორდი დაამხოს - სწორედ მილანურმა გრანდმა მოიპოვა 2006/07 წლების სეზონში ზედიზედ 17 გამარჯვება, რაც არც იქამდე და არც მას შემდეგ არავის გაუკეთებია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაკარგული ქულები
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა გუნდებმა ქულები დაკარგეს და თანაც, ერთობ მოულოდნელად. "ინტერი" ჩემპიონატის აუტსაიდერს სტუმრობდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მართალია, რობერტო მანჩინის გუნდმა სწრაფად გაუტანა "ვერონას", მაგრამ მალევე სამი გოლი მიიღო და ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. მაურო იკარდის და ივან პერიშიჩის წყალობით, მილანელებმა გაქვითეს ანგარიში და მოსაგებად 10 წუთზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ მეოთხე გოლი ვერაფრით შეაგდეს. "ინტერის" კრიზისი გრძელდება, მანჩინი კი თავის მართლების რეჟიმშია გადასული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, რადგან მიჯრით მოპოვებული გამარჯვებებისა და მეტადრე "ინტერის" რბევის შემდეგ "უდინეზესთან" დაკარგა ქულები. "ნაპოლის" და "იუვეს" მსგავსად, "მილანსაც" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სწორედ იმით განსხვავდება დღევანდელი "მილანი" ლიდერებისგან, რომ არასტაბილურია და ხანდახან იმ თამაშებსაც ვერ იგებს, სადაც აშკარად სჯობნის მეტოქეს. მბაიე ნიანგმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ჩინებული გოლი შეაგდო, მაგრამ "როსონერის" ეს მხოლოდ ქულის ასაღებად ეყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ფიორენტინამ" ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერიც კი გახლდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად მოუკლო და ქულებსაც უხვად კარგავს. ამჯერად, ფლორენციელები ბოლონიაში ჩავიდნენ და ფრეს დასჯერნენ. ეგ კი არა, თუ ვინმეს უნდა მოეგო აღნიშნული მატჩი, სწორედ "ბოლონია" გახლდათ, რადგან სტუმართა კართან მეტი საგოლე მომენტი შეიქმნა. თანაც, ფლორენციელებს მეორე ტაიმის სტარტზე მატი ფერნანდესი გაუძევეს, კაცნაკლულნი დარჩნენ და უფრო გასაძლებად ჰქონდათ საქმე, ვიდრე პირიქით.

ვეღარც ნიკოლა კალინიჩია ძველებურად სახიფათო, ჩრდილში მოექცა და სულაც თადარიგში გადაინაცვლა, ძირითად შემადგენლობაში კი უფრო ხშირად ხუმა ბაბაქარს ვხედავთ. ერთი სიტყვით, "ფიორენტინა" პოზიციებს თმობს და თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, მწვრთნელმა რაღაც ახალი და საინტერესო უნდა მოიფიქროს, რაც გუნდს სწორ რელსებზე დააბრუნებს.

XXIV ტური
6 თებერვალი
ბოლონია-ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (59), 1:1 ჯაკერინი (63)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (76. კონსტანტი) - დონსა, დიავარა, ტაიდერი (82. ბრიენცა) - მუნიერი (65. ფლოკარი), ჯაკერინი, დესტრო
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი (90. ტომოვიჩი), ვესინო, ბორხა ვალერო, პასკუალი - ფერნანდესი, ტელიო (81. სარატე) - ბაბაქარი (46. კალინიჩი)
გაფრთხილება: ჯაკერინი, დიავარა - რონკალია, ასტორი
გაძევება: ფერნანდესი (57. ფიორენტინა)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 11-9 (7-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000

ჯენოა-ლაციო 0:0
ჯენოა (3-4-1-2): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ანსალდი (58. რიგონი), ჯემაილი, რინკონი, ლაქსალტი - სუსო (79. ლაზოვიჩი) - ჩერჩი (69. პანაიოტისი), პავოლეტი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა (46. პატრიკი), მაურისიო, ჰოედტი, კონკო - სავიჩი, პაროლო, კატალდი (78. ლულიჩი) - მაური (65. კეიტა), ანდერსონი, ჯორჯევიჩი
გაფრთხილება: მუნიოსი, რინკონი, სუსო - პაროლო, კატალდი, ლულიჩი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-9 (3-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000

7 თებერვალი
ვერონა-ინტერი 3:3
გოლები: მურილიო (8), 1:1 ჰელანდერი (12), 2:1 პიზანო (16), 3:1 იონიცა (57), 3:2 იკარდი (61), 3:3 პერისიჩი (78)
ვერონა (4-4-2): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ალბერტაცი - ვსზოლეკი (81. რომულო), იონიცა, მარონე, ფარესი (60. ჟილბერტო) - ტონი (69. ტალები), პაცინი
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, ჟუანი, მურილიო, ტელესი (83. ბიაბიანი) - ბროზოვიჩი, მელო (46. პერიშიჩი), კონდოგბია - ედერი (90. ლიაიჩი), პალასი, იკარდი
გაფრთხილება: მარონე, ვსზოლეკი, ფარესი - ტელესი, მელო
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-12 (4-7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 22 000

მილანი-უდინეზე 1:1
გოლები: 0:1 არმერო (17), 1:1 ნიანგი (48)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, კუცკა (46. ბალოტელი) - ნიანგი (62. ბოატენგი), ბაკა
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, ფელიპე, დანილო - ედენილსონი, ბადუ, ლოდი (64. გილიერმე), კუზმანოვიჩი, არმერო (74. ვიდმერი) - მატოსი (66. საპატა), ტერო
გაფრთხილება: მონტოლივო - ედენილსონი, ლოდი, ბადუ
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 15-6 (6-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 35 000

ფროზინონე-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 კუადრადო (73), 0:2 დიბალა (90)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი, რუსო, კრიველო - სამარკო, გორი (81. სოდიმო), ჩიბსა (72. ფრარა) - დიონისი, ტონევი, დ. ჩოფანი (86. ლონგო)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (77. რუგანი) - კუადრადო, სტურარო (66. პერეირა), მარკიზიო, პოგბა, სანდრო - დიბალა, მორატა (90. ფავილი)
გაფრთხილება: კრიველო, სამარკო, სოდიმო - მორატა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 24-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 2-19 (0-9); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 8 000

ნაპოლი-კარპი 1:0
გოლი: 1:0 იგუაინი (69-პენ.)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ვალდიფიორი, ჰამშიკი - ინსინიე (85. ელ ქადური), კალეხონი (62. მერტენსი), იგუაინი (82. გაბიადინი)
კარპი (3-5-2): ბელეჩი - პოლი (60. დაპრელა), რომანიოლი, ლეტიცია - პაშუტი (13. ძაკარდო), კრიმი, ბიანკო, მარტინო, საბელი - მანკოზუ (79. ვერდი), ლაზანია
გაფრთხილება: ალბიოლი - პოლი, რომანიოლი, მარტინო, კრიმი
გაძევება: ბიანკო (56. კარპი)
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 22-2 (8-0); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 40 000

სასუოლო-პალერმო 2:2
გოლები: 0:1 ვასკესი (30), 1:1 დეფრელი (45), 2:1 მისიროლი (50), 2:2 ჯურჯევიჩი (53)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო (46. გაცოლა), ანტეი, აჩერბი, პელუზო - პელეგრინი (66. დანკანი), მანიანელი, მისიროლი (81. სანსონე) - ფალჩინელი, ბერარდი, ბერარდი
პალერმო (4-3-3): სორენტინო - მორგანელა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი (90. კრისტანტე), ბრუგმანი, ჩოჩევი - ტრაიკოვსკი (73. კუაიზონი), ვასკესი, ჯურჯევიჩი (81. რისპოლი)
გაფრთხილება: ანტეი, პელეგრინი, გაცოლა (სასუოლო)
გაძევება: ლაზაარი (75. პალერმო)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 22-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-5 (5-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 8 000

ტორინო-კიევო 1:2
გოლები: 1:0 ბენასი (19), 1:1 პერესი (34-საკ. კარში), 1:2 ბირსა (72-პენ.)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, გაცი, ობი (57. ფარნერუდი), ბენასი (72. ვივესი), აველარი - იმობილე, ბელოტი (60. მაქსი ლოპესი)
კიევო (4-3-1-2): სეკულინი - ფრეი, დაინელი (46. სპოლი), ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, პინცი - ბირსა (80. კოსტა) - ინგლეზე, მპოკუ (62. ფლორო ფლორესი)
გაფრთხილება: გაცი, ბენასი, იმმობილე - დაინელი, გობი, ფლორო ფლორესი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 25-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-10 (7-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000

ატალანტა-ემპოლი 0:0
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - კონტი, ტოლოი, მაზიელო, ბრივიო - დე რუნი, კურტიჩი, ფრეულერი - გომესი (72. დალესანდრო), დიამანტი (81. გაპკე), პინილია (60. ბორიელო)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (64. ძამბელი), არიაუდო, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი - საპონარა (85. მჭედლიძე) - პუჩარელი, მაკარონე (72. ლივაია)
გაფრთხილება: დიამანტი, დე რუნი, დალესანდრო - ლაურინი, ტონელი, ბუჩელი, ლივაია
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13-9 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 15 000

რომა-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 ფლორენცი (45), 2:0 პეროტი (50), 2:1 პიანიჩი (57-საკ. კარში)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - მაიკონი (66. ჯეკო), მანოლასი, რუდიგერი, ზუკანოვიჩი (46. დინე) - პიანიჩი, კეიტა - ფლორენცი, პეროტი, ელ შაარავი (86. იაგო) - სალაჰი
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, სილვესტრი - ივანი, ფერნანდო, ბარეტო (71. ალვარესი), დოდო - სორიანო, კორეა (77. კასანო) - მურიელი (56. კვალიარელა)
გაფრთხილება: ზუკანოვიჩი, კეიტა - რანოკია. Bარეტო, კორეა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15-8 (6-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).

მომდევნო ტური
11 თებერვალი:
ლაციო-ვერონა

12 თებერვალი:
კარპი-რომა

13 თებერვალი:
ემპოლი-ფროზინონე, კიევო-სასუოლო, იუვენტუსი-ნაპოლი

14 თებერვალი:
მილანი-ჯენოა, სამპდორია-ატალანტა, უდინეზე-ბოლონია, პალერმო-ტორინო, ფიორენტინა-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული