იტალიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოოდ დაადგინა, თუ ვისთან ითამაშებს "სკუადრა აძურა" ამხანაგურ მატჩებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე.

მარტში იტალიის ნაკრებს ორი ურთულესი მატჩი აქვს - 24-ში, საკუთარ მოედანზე ესპანეთთან და 29-ში გასვლაზე გერმანიასთან. სავარაუდოდ, "აძურა" ესპანეთს უდინეში, განახლებულ "ფრიულიზე" მიიღებს, გერმანიასთან გასვლითი მატჩი კი მიუნხენში, "ალიანც არენაზე" გაიმართება.

მაისის ბოლოს, იტალიის ნაკრები მალტაზე აპირებს შეკრების გავლას და იქ ამხანაგურ შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს. ეს მატჩი 29 მაისს გაიმართება, 6 ივნისს კი "სკუადრა აძურა" ფინეთს დაუპირისპირდება.

ეს იქნება ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე, 13 ივნისს
კი ანტონიო კონტეს გუნდი კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს და ბელგიას შეხვდება. ბელგიის გარდა, იტალიას შვედეთთან და ირლანდიასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული